ირაკლი შოთაძე - ახალი სამმართველო, რომელიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე იმუშავებს, უახლოეს ხანში შეიქმნება

ირაკლი შოთაძე - ახალი სამმართველო, რომელიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე იმუშავებს, უახლოეს ხანში შეიქმნება

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ახალი სამმართველო, რომელიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევის, ასევე წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებულ საქმეებზე რეაგირების საკითხებზე იმუშავებს, უახლოეს ხანში შეიქმნება. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამმართველოს შექმნაზე მუშაობა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა განცხადება გუშინდელ პრესკონფერენციაზე გააკეთე, უკვე დაწყებულია.

"ჩვენ გუნდს ამ წლის განმავლობაში რაც პროკურატურაში ვართ, არ შეუჩერებია უწყების რეფორმირებაზე მუშაობა, ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაზეც პრემიერმა გააკეთა განცხადება. პროკურატურაში უკვე დაიწყო და უახლოეს ხანებში შეიქმნება ის სამმართველო, რომელშიც თავს მოიყრის ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის, ასევე პატიმრების თუ სხვა პირთა მიმართ წამების და არადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხება. ეს სამმართველო აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტურად და სწრაფად მოახდენს რეაგირებას", – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ვინ უხელმძღვანელებს სამმართველოს, მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა განმარტა, რომ მის მუშაობაში უწყების თანამშრომლები ჩაერთვებიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ