ირაკლი შოთაძე უკრაინას ურჩევს, ზურაბ ადეიშვილი თბილისს გადმოსცეს

ირაკლი შოთაძე უკრაინას ურჩევს, ზურაბ ადეიშვილი თბილისს გადმოსცეს

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე უკრაინას ურჩევს, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი თბილისს გადმოსცეს. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეული ქვეყანა, მათ შორის უკრაინა ვალდებულია წითელი ცირკულარით ძებნილი პირის დაკავება და ძებნის ინიციატორ ქვეყანაში ექსტრადირება მოახდინოს. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ადეიშვილი არის საქართველოს მიერ ძებნილი მთელ რიგ საქმეზე, ასევე საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებულია ძებნა. შესაბამისად, თითოეული ქვეყანა, მათ შორის, უკრაინა, ვალდებულია წითელი ცირკულარით ძებნილი პირის დაკავება და ძებნის ინიციატორი ქვეყნისთვის გადაცემა, ანუ ექსტრადირება მოახდინოს. მე ვერც ერთი ქვეყნის პირად საქმეში ვერ ჩავერევი, მაგრამ ეს არის სამართლებრივი პროცედურები", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ