სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება? - მთავარი პროკურორის პირველი ინტერვიუ

სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება? - მთავარი პროკურორის პირველი ინტერვიუ

საზოგადოებას მთავარ პროკურატურასთან ბევრი კითხვა დაუგროვდა - დაწყებული "კაბელების საქმით" და დამთავრებული ყოფილი პრეზიდენტისა თუ მაღალჩინოსნებისთვის წაყენებული ბრალდებებით. მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო არჩია, ჟურნალისტთან პირისპირ შეხვედრის ნაცვლად კითხვებზე წერილობითი პასუხი გაეცა (რის შედეგადაც ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, ყველა საჭირბოროტო საკითხს ჩავღრმავებოდით. - რედ.). "კვირის პალიტრამ" მიაწოდა მთავარ პროკურორს კითხვები, რომლებიც ყველა პრობლემატურ საკითხს, გახმაურებულ თუ სკანდალურ საქმეებს მოიცავდა. წერილობითი პასუხების მიღების შემდეგ გაირკვა, რომ მთავარმა პროკურორმა ძალიან ბევრ გახმაურებულ საქმეზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. როგორც პროკურატურაში გვითხრეს, ამის მიზეზი გამოძიების ინტერესები ყოფილა.…

გიორგი ბადაშვილი, მთავარი პროკურორი: - ნათელია, რომ პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებული საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი მაღალია. ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოგვიწია, შეგვემუშავებინა რადიკალურად განსხვავებული სამოქმედო გეგმა. პროკურატურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით, გამოვყავით უწყების საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები:

დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ასევე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის უზრუნველყოფა, პროკურატურის თანამშრომელთა შერჩევის წესის გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდა და პროკურატურის სტრუქტურული მოდერნიზაცია, საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და დანაშაულის პრევენციის პროცესში პროკურატურის როლის გაზრდა. სხვათა შორის, მიმდინარე წელს პროკურატურა აქტიურად იყენებდა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმებს. არაერთი ბრალდებული განერიდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასჯელსა და ნასამართლობას. შეიცვალა სისხლის სამართლის საქმეში საპროცესო შეთანხმების დროს ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებული პოლიტიკა - აღარ არის ჯარიმად არაგონივრული ოდენობის თანხების, ათი და ასიათასობით ლარის შეფარდება, რასაც მოჰყვებოდა ბიზნესისა თუ კერძო საკუთრების დათმობა თუ სხვაგვარი მანკიერი შედეგები; დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. გატარდა ღონისძიებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ტრეფიკინგის ფაქტებზე ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად; მუშაობა დავიწყეთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი სტანდარტების დანერგვაზე.…

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ხშირად იყო ლაპარაკი კონკრეტული პრობლემების თაობაზე, რომ პროკურორების შუამდგომლობის დასაბუთებულობაში ხარვეზები იყო და ეს გამოწვევაც იდენტიფიცირებულ იქნა. ჩვენს გვსურს, გავიგოთ, სად არსებობს პრობლება, რათა ის აღმოვფხვრათ. ამ მხრივ ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩავატარეთ. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია: სისტემის ეფექტურად მუშაობისათვის აუცილებელია სისტემის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა. ამ მიზნით 2014 წელს პროკურატურაში გამოცხადდა სტაჟირების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 1700-ზე მეტი პირი. ეს იყო უპრეცედენტო რაოდენობა ბოლო 7 წლის განმავლობაში. სამეტაპიანი კონკურსის შედეგად შეირჩა სტაჟიორობის 60-მდე კანდიდატი, რომლებიც მუშაობას დაიწყებენ პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში და ერთწლიანი სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, პროკურორებად დაინიშნებიან.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა