კაცი გამოძახებით ცნობილ და ქმრიან ქალებს სექსმომსახურებას უწევს

კაცი გამოძახებით ცნობილ და ქმრიან ქალებს სექსმომსახურებას უწევს

22 წლის გიორგი ქარქიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინ გადაცემა ''სხვა რაკურსიდან'' გაიცნო. ის პირველი ქართველი მამაკაცია, რომელიც კამერებს არ მოერიდა და ღიად ილაპარაკა თავისი საქმიანობის შესახებ. როგორ მივიდა ამ გზამდე და სხვა უამრავ თემაზე ჩვენთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა მანამდე გამოგვიტყდა, რომ გამოძახებაზე მისულს ხშირად ცნობილი ქალებიც დახვედრიან. კლიენტებს არ ითვლის, მაგრამ ფიქრობს, რომ შეიძლება, ამ საქმიანობას მალე თავი დაანებოს, რადგან ამის გამო საყვარელი ადამიანი დაკარგა და თან, ფინანსური პრობლემები არ აქვს, რადგან ერთ-ერთ ცნობილ კლუბში მენეჯერად მუშაობს.

- ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, უბრალოდ, ისე გავიზარდე, რომ არასოდეს არაფერი დამიმალავს. ჯერ კიდევ თინეიჯერობისას ჩემი თანატოლებისგან განვსხვავდებოდი. უფრო თამამი ვიყავი, თუნდაც ჩაცმულობით, პირსინგებიც მქონდა და ხალხის აზრის არ მეშინოდა. ვცხოვრობდი დედასა და სამ დასთან ერთად. მამა ცალკე ცხოვრობს. პატარა ვიყავი, რომ წავიდა. ახლა მე და დედა ვცხოვრობთ ერთად, მაგრამ ბინა ცალკეც მაქვს. ფეხბურთით ვიყავი დაკავებული, მაგრამ შემდეგ ტრავმა მივიღე, სპორტსაც ჩამოვშორდი და ვერც სწავლა გავაგრძელე უმაღლესში.

- მამაკაცი გამოძახებით – ასე გაგიცნო საზოგადოებამ. ეს საქმიანობა როდის დაიწყე?

- ერთ-ერთ სააგენტოში მოდელად ვმუშაობდი. ჩვენებაზე გამოვდიოდი, რომლის შემდეგაც ერთ ქალბატონს ჩემი გაცნობა მოუნდა. მაშინ 19 წლის ვიყავი, ის – 51-ის. ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. შემდეგ ეს ურთიერთობა ფიზიკურ სიახლოვემდეც მივიდა. საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონია. საჩუქრებით მანებივრებდა, კიდევ იყო რაღაცები... ახლაც ვმეგობრობთ, მაგრამ როგორც პარტნიორები, ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით და ისეთი ურთიერთობა აღარ გვაქვს.

- როგორ გამოჩნდნენ შენს ცხოვრებაში სხვა ქალები?

- მისი სამეგობრო წრიდანაც იყო მოწონება. ერთ მეგობარს ამის გამო დაშორდა კიდეც, ძალიან გაბრაზდა, როცა გაიგო, მასაც უნდოდა ჩემთან ურთიერთობა. სურდა, მარტო მისი ვყოფილიყავი. მალე სხვა ქალებიც გამოჩნდნენ...

- დედამ და დებმა რომ გაიგეს შენი საქმიანობის შესახებ, რა რეაქცია ჰქონდათ?

- ამ თემაზე არ გვისაუბრია, არც შეუმჩნევიათ.

- თავზე რამდენიმე ნაიარევი გაქვს...

- ეს ჩემი ცელქი ბავშვობის შედეგია, საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

- გიორგი, რა შეგიძლია მოგვიყვე შენს საქმიანობაზე, რომელსაც ახლა ეწევი?

- გამოძახებისას საკმაოდ მოვლილი ქალბატონები მხვდებიან, ბევრი ახალგაზრდა გოგონასგან განსხვავებით, რომლებიც ფეხის მხოლოდ იმ ნაწილს იპარსავენ, რომელიც დახეული ჯინსიდან უჩანთ. გამოძახების შემდეგ იმდენ ხანს ვრჩები, რამდენიც მე მინდა. შეიძლება, დღეში რამდენიმე გამოძახებაც მქონდეს. არასოდეს აღმოვჩენილვარ ისეთ სიტუაციაში, რომ ვინმე თავზე დაგვდგომოდეს.

- ახალმისულს რაზე გესაუბრებ­იან?

- მეუბნებიან, რომ თავს მარტო გრძნობენ. ქართველი მდიდარი მამაკაცები ფულის კეთებით არიან დაკავებული და ავიწყდებათ, რომ ქალს სითბო და ყურადღება სჭირდება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება