"როიტერი" - მიხაელ შუმახერს გამოსაჯანმრთელებლად რთული ბრძოლა მოუწევს

"როიტერი" - მიხაელ შუმახერს გამოსაჯანმრთელებლად რთული ბრძოლა მოუწევს

მიხაელ შუმახერს გამოსაჯანმრთელებლად რთული ბრძოლა მოუწევს, - ამის შესახებ "როიტერს" "ფორმულა 1"-ის ყოფილი პილოტის აგენტმა საბინა კემმა განუცხადა. მიხაელ შუმახერის აგენტის თქმით, შუმახერს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, თუმცა მის საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მაინც დიდი ხანია საჭირო.

"ჩვენ ბევრი დრო გვჭირდება. წინ ხანგრძლივი და რთული ბრძოლაა. მაგრამ თუ ვითარების სირთულეს შევაფასებთ, მიხაელი დიდ პროგრესს აღწევს", - განაცხადა საბინა კემმა. "ფორმულა 1"-ის შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა თავის ტრავმა 2013 წლის 29 დეკემბერს საფრანგეთში, თხილამურებზე სრიალისას მიიღო. ტრავმის შედეგად ლეგენდარული მრბოლელი თითქმის ექვსი თვის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. მიხაელ შუმახერმა შვეიცარიის ქალაქ ლოზანას საავადმყოფო სექტემბერში დატოვა და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა