პეტრო პოროშენკომ ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა

პეტრო პოროშენკომ ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა. უკრაინული მედიის ცნობით, როგორც კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე პეტრო პოროშენკომ განაცხადა, უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსის თაობაზე 2010 წელს მიღებული კანონი სტრატეგიული და კარდინალური შეცდომა იყო, რომელმაც უკრაინის არმია განადგურებამდე მიიყვანა. პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინაში ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სახალხო რეფერენდუმი სახელმწიფოს რეფორმირების შედეგად ჩატარდება. მისივე თქმით, 5-6 წელი დასჭირდება უკრაინაში ისეთი რეფორმების გატარებას, რომ ქვეყანამ ნატო-სა და ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილოს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა