რა გავაკეთოთ ახალ წელს, რომ დილით საცივში არ გავიღვიძოთ?

რა გავაკეთოთ ახალ წელს, რომ დილით საცივში არ გავიღვიძოთ?

ახალი წელი ჩვენი ორგანიზმისთვის რთული გამოცდაა, საჭიროა მთელი დღე-ღამის განმავლობაში ჭამა-სმას მედგრად გავუძლოთ, თანაც ისე, რომ გამთენიისას საცივში თავჩარგულებმა არ გავიღვიძოთ.

წესი 1. 31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში არ იშიმშილოთ, როგორც ეს უმეტეს შემთხვევებში ხდება ხოლმე. დღის განმავლობაში "ფაციფუცის" გამო, კვების რეჟიმი ირღვევა, რაც დიდი შეცდომაა. მიიღეთ საკვები ისე, როგორც ამას დანარჩენი დღეების განმავლობაში აკეთებთ.

წესი 2. არ დალიოთ პირველი ჭიქა მშიერ კუჭზე. ამ შემთხვევაში ალკოჰოლი სისხლში, "სინათლის სიჩქარით" მოხვდება.

წესი 3. ალკოჰოლთან ერთად, რაიმე სახის სასმელის დალევა არ ღირს, უკეთესია სმის პარალელურად ვიკვებოთ. სითხე ვერ შეძლებს ალკოჰოლის ზემოქმედების შენელებას.

წესი 4. არავითარ შემთხვევაში არ მივაყოლოთ ალკოჰოლს გაზიანი სასმელი. ნახშირორჟანგი ძალიან მალე ხვდება სისხლში და ასეთივე სიჩქარით ალკოჰოლსაც "იყოლებს" თან. სპირტიანი და გაზიანი სასმელი სრულიად თავბრუდამხვევი კომბინაციაა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

წესი 5. სადღეგრძელოებს შორის დაახლოებით, 20-25 წუთიანი შუალედები გააკეთეთ. ეს დაგეხმარებათ, არ დალიოთ ზედმეტი.

წესი 6. ჭიქები, რომლითაც ალკოჰოლს მიირთმევთ, უნდა იყოს პატარა, 20-30 გრამიანი. ეს ძალიან სასარგებლო თავის მოტყუებაა: "სადღეგრძელოები თითქოს არც ისე ცოტა იყო და ცოტა მაქვს დალეული".

წესი7. არ დალიოთ სასმელი ერთი გადაკვრით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს