მაია ასათიანი 2015 წელს სკანდალით დაიწყებს

მაია ასათიანი 2015 წელს სკანდალით დაიწყებს

ეს წელი მაია ასათიანისთვის განსაკუთრებული გამოდგა. გარდა იმისა, რომ ''პროფილი'', უკვე მერამდენე წელია, წარმატებით გრძელდება, ტელეწამყვანს კიდევ ერთი საქმიანობა შეემატა - ის ახალი არხის, ''მარაო რუსთავი 2''-ის დირექტორია. მასთან არამხოლოდ საქმიანობაზე ვისაუბრეთ.

- 2014 მოვლენებით დატვირთული წელი იყო და პიროვნულად ძალიან შემცვალა. ჩემი ახლობლები ამბობენ, რომ გარეგნულადაც შევიცვალე. ფუნდამენტური წელი იყო კარიერის კუთხით, ცხოვრებისეულად კი დიდი გამოცდილება მივიღე და აბჯარი ავისხი. ამ წელმა ბევრ რამეზე ჩამაფიქრა, 37 წლის ასაკში საკუთარ თავში ახალი თვისებები აღმოვაჩინე.

სიმართლე გითხრათ, როცა ვფიქრობდი ამ მომენტზე, ანუ 2014 წლის დეკემბრის ბოლო დღეებზე, შიშით ვუყურებდი. ზოგადად, მიყვარს გარკვეული დროის შემდეგ ჩემი ნახელავის შეფასება. შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეს თავი გავართვით. დიახ, ძალიან ბედნიერი და სავსე ვარ. არ დავიწყებ ტრაბახს, რადგან ეს საქმეს ვნებს, მაგრამ რაც მიზნად მქონდა დასახული, შევასრულეთ. ახლა არავინ კითხულობს, რა არის ''მარაო''. ჩვენი გადაცემები მცირებიუჯეტიანია, მაგრამ მუდმივად არის სალაპარაკო და საჭორაო თემა. ეს თქვენი ჟურნალის დამსახურებაც არის. მინდა, უღრმესი მადლობა გითხრათ მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის.

ახალი სეზონიდან მეორე ეტაპი იწყება ''მარაოს'' ცხოვრებაში. ბადეს დაემატება რამდენიმე სტუდიური გადაცემა. გვექნება ქართული ტელესივრცისთვის სუპერყვითელი შუადღე. მას წაიყვანენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქალბატონები. ერთ ძალიან სკანდალურ პროექტსაც ვამზადებთ, რომელსაც გაუძღვება სამი ყველაზე სკანდალური მამაკაცი. დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ამ გადაცემაში ისეთ რაღაცებს იტყვიან და გააკეთებენ, რომ მთელ შოუბიზნესს შეაზანზარებს, თუმცა ზღვარს არ გადავა და არ იქნება უხამსი.

ჩვენი რეიტინგით ძალიან კმაყოფილი ვართ, მაგრამ უნდა გავაორმაგოთ. ჩვენს ეთერში ცხრა საათზე გადის სერიალი ''პატარა პატარძალი'', რომელსაც დიდი აუდიტორია ჰყავს. დავამატებთ ახალ ინდურ სერიალს.

- ''პროფილისთვის'' გრჩება დრო?

- სულ მეშინოდა, რომ ''მარაოში'' ჩემი საქმიანობა ''პროფილს'' არ დასტყობოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ახლა ვარ ყველაზე დაღლილი და გამოფიტული.

- გავიგე, რომ ერთი გადაცემის ჩაწერისას ცუდად გამხდარხარ.

- მართლაც მოხდა ასეთი შემთხვევა, თუმცა, საბედნიეროდ, მალე შევძელი ფეხზე დადგომა. ეს არის გადაღლის ბრალი. ხანდახან ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა, ფიზიკურად ოდნავ უფრო ძლიერი ვყოფილიყავი. მოკლედ, მედარდებოდა ''პროფილის'' ამბავი, მაგრამ ბოლო სეზონით კმაყოფილი ვარ, რადგან გვქონდა ბევრი, ძალიან აქტუალური სოციალური თემა. გადავწყვიტეთ, რომ ზოგ შემთხვევაში დგება მომენტი, როდესაც საზოგადოებას მხოლოდ ტაშ-ფანდური არ უნდა შესთავაზო. მეამაყება და ძალიან მიხარია, მადლობას ვეტყვი მაყურებელს, რომ ჩვენთან ერთად არის ასეთი ტიპის ''პროფილის'' დროსაც.

- ბოლო დროს ''პროფილს'' აკრიტიკებენ, რომ ძალიან ხშირად გყავთ ერთი და იგივე სახეები.

- არასდროს ვგეგმავთ გადაცემას ხელის ცეცებით, აბა, ვინ მოვიყვანოთ სტუმრადო. ყველა ''პროფილი'' მზადდება სკრუპულოზურ კვლევაზე დაყრდნობით. პარასკეობით, როდესაც რეიტინგები მოგვდის, ვნახულობთ, რომელ სტუმრებს აქვთ ყველაზე კარგი რეიტინგები წუთების მიხედვით და მათ შემდეგ კვლავ ვეპატიჟებით. ალბათ, გახსოვთ, ადრე გვყავდა რესპონდენტები ხშირად და დღეს მათ აღარ ვიწვევთ. თუკი ადამიანი ხშირად სტუმრობს ჩემს გადაცემას, ე.ი. ის არის რეიტინგული რესპონდენტი.

- ყველაზე რეიტინგული რესპონდენტი ვინ არის?

- აქ თემის შერჩევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოფილა შემთხვევა, გვყოლია რესპონდენტი, შემდეგ სხვა გადაცემასაც წაუყვანია და გაჰკვირვებიათ, რატომ არ დაანგრია რეიტინგები. ''პროფილის'' მთავარი ნიშა, ადამიანური ისტორიების შესახებ, არის ყველაზე რეიტინგული, სადაც ცნობილი ადამიანები საერთოდ არ მონაწილეობენ. თუმცა გეტყვით, რომ ჩვენს მაყურებელს ძალიან უყვარს ლალი მოროშკინა, ლალი ბადურაშვილი, ოთო ფოლადაშვილი,… ყველაზე რეიტინგულ თემად კი შემიძლია დაგისახელოთ სიყვარულის ამბები.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება