ევროკავშირი ახალი რუსულენოვანი ტელეარხის შექმნის ინიციატივას განიხილავს

ევროკავშირი ახალი რუსულენოვანი ტელეარხის შექმნის ინიციატივას განიხილავს

ევროკავშირი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ახალი რუსულენოვანი ტელეარხის შექმნის ინიციატივას განიხილავს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა ჟურნალ BussFeed News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, რუსული ტელეარხები აღარ მიიჩნევა პროფესიონალური ჟურნალისტური მუშაობის მაგალითად."რუსეთის ტელევიზია, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აგრესიულად იქცევა და ამას ვეღარ ვუწოდებთ ნორმალურ ჟურნალისტიკას, რადგან ის რაც რუსულ არხებზე ხდება, საინფორმაციო ომი და პროპაგანდაა", - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირში განხილვის სტადიაშია ალტერნატიული რუსულენოვანი არხის შექმნის ინიციატივა, რომელიც ხარისხით ევროპულ არხს უნდა გაუტოლდეს და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით ახალ ამბებს გადასცემს. ედგარს რინკევიჩსის თქმით, იდეას უკვე დაუჭირა მხარი ევროკავშირის დაახლოებით 15-მა წევრმა ქვეყანამ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა