აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა, Sony Pictures-ის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის საპასუხოდ. "ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სამი ჩრდილოეთკორეული ორგანიზაციისა და 10 პირის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითვალისწინებს. სანქციები შეეხო ჩრდილოეთ კორეის სადაზვერვო სამსახურსა და იარაღის ექსპორტიორ ორგანიზაციასაც.

თეთრი სახლის განცხადებით, ეს არის პასუხი ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციულ, დესტაბილიზაციის გამომწვევ და რეპრესიულ ქმედებებზე. გავრცელებული ინფორმაციით, საქნციების სიაში მოხვედრილ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შეუჩერდათ აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან წვდომა, აშშ-ის მოქალაქეებს კი აეკრძალათ მათთან საქმიანი ურთიერთობები. ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აშშ-ის უკვე აქვს სანქციები დაწესებული ბირთვული პროგრამის საპასუხოდ.

კომპანია Sony Pictures-ზე კინოგაქირავებაში სტუდიის ახალი ფილმის "ინტერვიუს" გამოსვლამდე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. აშშ-ის სპეცსამსახურების განცხადებით, ამის უკან სწორედ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება დგას. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ორი ამერიკელი ჟურნალისტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან ინტერვიუს ჩაწერას ცდილობენ და როდესაც ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო შეიტყობს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ლიკვიდაციის ოპერაციის დაგეგმვას შესთავაზებენ.

შეტევის შედეგად Sony-ის სტუდიას და Sony Pictures-ის მონაცემთა ბაზებს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. ჰაკერებმა კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების, მათ შორის, კონტრაქტორი მსახიობების კონფიდენციალური ინფორმაცია, ანაზღაურება და მათი სოციალური უსაფრთხოების ნორმები გაასაჯაროეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა