"უკეთ მღერიან, ვიდრე ქართული ესტრადა" - ქართველი ჯარისკაცების "გაწვრთნილი" აფრიკელი ბავშვების ვიდეოს "ფეისბუქში" ეხმაურებიან

"უკეთ მღერიან, ვიდრე ქართული ესტრადა" - ქართველი ჯარისკაცების "გაწვრთნილი" აფრიკელი ბავშვების ვიდეოს "ფეისბუქში" ეხმაურებიან

რამდენიმე დღის წინ youtube-ზე აფრიკელი ბავშვების ვიდეო გავრცელდა, რომლებსაც ქართველმა ჯარისკაცებმა ქართული ლექსები და სიმღერები ასწავლეს. სახალისო ვიდეო დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. ვიდეოს რამდენიმე ცნობილი ადამიანიც გამოეხმაურა.

ნათია ფანჯიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე:

"წლის უსაყვარლესი ვიდეო!!! ))) ბავშვები რა სიტკბოები არიან, ჩვენს ბიჭებთან ურთიერთობა რომ მოსწონთ, რამდენ დროს ატარებენ მათთან და ჩვენი ჯარისკაცები რა საყვარლები არიან, ასევე რომ უხარიათ ბავშვებთან თამაში)))), კულტურული, მუსიკალური, ჯარისკაცური და უბრალოდ კაცური მეგობრობა, მოკლედ ეს არის სიყვარული ადამიანებს შორის".

რამაზ გიგაური, ასტროლოგი:

"ქართველი ჯარისკაცისა და აფრიკელი ბავშვების გენიალური ნამუშევარი.

აი, ეს აფრიკელი ბავშვები უკეთ მღერიან, ვიდრე უკაცრავად და... ქართული ესტრადა :))

P.S. მე მიყვარს ქართული არმია!".

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ამისთვის გავუშვით ესენი აფრიკაში?! )))".

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პოლიტპატიმარი:

"გენაცვალეთ, რა საყვარლები არიან!

მე ყველა რასისტის თავზე გავიარე, ალბათ არ არსებობს უარესი დანაშაული ადამიანობის წინაშე: როდესაც განსხვავების გამო ადამიანი არასრულფასოვნად მიგაჩნია; მხოლოდ იმიტომ, რომ შენნაირი არ არის!".

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს