2014 წლის ყველაზე სკანდალური ფოტოები ინსტაგრამზე

2014 წლის ყველაზე სკანდალური ფოტოები ინსტაგრამზე

მაილი საირუსი თავისი ეპატაჟური ქცევით უფრო ცნობადია, ვიდრე საკუთარი მუსიკით. სოციალურ ქსელ ”ინსტაგრამის” გვერდზე მომღერალმა წელს ზევით შიშველი ფოტო განათავსა, რითაც შეუერთდა ლიფის ტარების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას. ინსტაგრამმა ფოტო დაბლოკა, რის შემდეგაც საირუსმა ცოტათი ცენზურაგავლილი ვარიანტი გამოაქვეყნა.

იგივე კამპანიას შეუერთდა ბრუს უილისის და დემი მურის ქალიშვილი სკაუტ უილისი. იმ განსხვავებით, რომ მან ქუჩაშიც წელს ზევით შიშველმა გაიარა. უილ სმიტის და ჯადა პინკეტ სმიტის ქალიშვილმა, ცამეტი წლის უილოუ სმიტმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც საწოლში 20 წლის წელს ზევით შიშველ მამაკაცთან არის. ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში და ფოტოც მალე წაშალეს. ჩელსი ჩენდლერიც შეუერთდა ლიფის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას და საკუთარი, წელს ზევით შიშველი ფოტო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფოტოს გვერდით გამოაქვეყნა. ინსტაგრამმა რამდენჯერაც ფოტო წაშალა, ჩენდლერმა იმდენჯერ ხელახლა გამოაქვეყნა წარწერით ”ამ ფოტოს წაშლა სექსიზმია. მე ყველანაირი უფლება მაქვს ხალხს ვაჩვენო, რომ პუტინზე უკეთესი ტანი მაქვს”. მომღერალმა რიანამ ჟურნალ "ლუის" გარეკანზე დაბეჭდილი საკუთარი შიშველი ფოტო როდესაც გამოაქვეყნა, ინსტაგრამმა არა მხოლოდ ფოტო, არამედ მისი პროფილიც წაშალა სოციალური ქსელიდან. რამდენიმე თვის შემდეგ რიანას მიეცა საშუალება ინსტაგრამზე დაბრუნებულიყო. ბიონსეს ფანები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ, როდესაც მომღერალმა ეს ფოტო გამოაქვეყნა ინსტაგრამზე. საქმე ის არის, რომ ფოტო აშკარად დამუშავებულია ფოტოშოფში და ბიონსეს ბარძაყები იმაზე გაცილებით წვრილი და არაბუნებრივია, ვიდრე სხვა ფოტოებში. მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება