"მყავს მეგობარი მამაკაცი, მსიამოვნებს მასთან ვახშმობა, ქალაქგარეთ გასეირნება, სექსი" - კესარია აბრამიძე

"მყავს მეგობარი მამაკაცი, მსიამოვნებს მასთან ვახშმობა, ქალაქგარეთ გასეირნება, სექსი" - კესარია აბრამიძე

''ფსიქოპათთა თამაშების'' ერთ-ერთ სერიაში კესარია აბრამიძე მთავარ როლში მოგვევლინა. მისი გმირი ლამაზი, ცნობილი მოდელი ქალია. ჯუნა კომპიუტერების ხელოსანს, ჯეჯი სხირტლაძის გმირს შეუყვარდება, რომელიც ავადმყოფი აღმოჩნდება და მორიგი სექსის დროს შეყვარებულ ქალს ორგაზმის დროს დაახრჩობს.

- კესო, შენს პარტნიორთან სერიალში, ჯეჯი სხირტლაძესთან, ფოტო ჯერ კიდევ 2013 წელს გაქვს გადაღებული. რა ურთიერთობა გაქვს მასთან?

- თეატრიდან ვიცნობ ჯეჯის, მის სპექტაკლებზე დავდიოდი, უბრალოდ, ფოტო გადავიღეთ ერთად. რეები გიქექია (იცინის).

- არც ისე კარგი კომენტარები იყო ამ ფოტოს ქვეშ, რა გაატრაკეთ ამ ფოტოთი საქმეო, წერდი...

- ზოგადად, როცა ჩემთან ვინმე ბიჭი ჩნდება ფოტოზე, იწყებენ განხილვას, ვინ არის, რატომ აქვს ჩემთან ფოტო. ეტყობა, გავბრაზდი და დავწერე. ჯეჯის ახლობლები იკვლევდნენ, რა ურთიერთობა გვქონდა.

- ჯეჯის ოჯახი აქვს?

- არ ვიცი, ასე კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს. ბებია რომ ჰყავს, ის ვიცი, ხშირად ახსენებს ხოლმე (იცინის).

- როგორ მოხვდი ამ სერიალში, სამსახიობო გამოცდილება გაქვს?

- რამდენიმე ფილმში მანამდეც ვიყავი გადაღებული, შოთიკო კალანაძემ ''კინოლექსებში'' გადამიღო, კიდევ ერთ ფილმში გადამიღეს, რომელიც რატომღაც ჯერ არ გამოსულა, ფეხმძიმე ქალი განვასახიერე. ასეთ ფართომასშტაბიან ფილმში პირველად ვითამაშე. მსახიობმა ანრი ბიბილეიშვილმა დამირეკა და მითხრა ლამაზ, სექსუალურ, ჭკვიან მოდელ გოგოს ეძებენ სერიალში მთავარი როლისთვისო. მივედი ოთარ შამათავასთან და მითხრა, ზუსტად ის ხარ, ვისაც ვეძებდიო. ძალიან კარგ გუნდთან მოვხვდი. არ მექცეოდნენ ისე, როგორც რიგით მსახიობს. გადასაღებ მოედანზე თავს ჰოლივუდის ვარსკვლავად ვგრძნობდი. ყველას შევუყვარდი.

- რთული იყო შენთვის სექსის სცენის თამაში?

- რეჟისორმა მითხრა, რომ გამოცდილ მსახიობებსაც უჭირთ ასეთი სცენის შესრულება, არაფერი გამომიჩნდეს, ხელი არ მომკიდოს და მსგავსი მოთხოვნები აქვთო. ერთადერთი რამ მოვითხოვე, რომ სცენა ესთეტიკურად ლამაზი გამოსულიყო. ასეც მოხდა. ჩემი გმირის, ჯუნას ტრაგიკული ისტორია ძალიან ლამაზად ვაჩვენეთ, მაყურებლისთვის გამაღიზიანებელი არ იყო. საკმაოდ რთული როლი მქონდა. თავიდან ყველაფერს ადვილად ვუყურებდი, სექსის სცენა ყველაზე მარტივად სათამაშო მეგონა. კამერებთან არ ვიმჩნევდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ გამიჭირდა. როცა ამდენი კამერა, ადამიანი გიყურებს, შენ შიშველი ხარ და ასე უნდა ითამაშო, ხმები გამოსცე, რომ ეს ძალიან ბუნებრივი იყოს, ისე, თითქოს მართლა გაქვს სექსი, არ არის იოლი. ორგაზმი და სიკვდილი ერთად განვასახიერე. ეს მართლაც ძალიან რთული იყო, მაგრამ სულ რამდენიმე დუბლი დაგვჭირდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება