ნაგავსაყრელი მესხიშვილის თეატრის უკანა ეზოში

ნაგავსაყრელი მესხიშვილის თეატრის უკანა ეზოში

პოლიეთილენის და მინის ბოთლები, ძველი და უფუნქციო ინვენტარი, უსარგებლო ტომრები - ამ ყველაფრის ნახვა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის უკანა მხარესაა შესაძლებელი. თეატრი უკვე 153 წელს ითვლის.

"ქუთაისის თეატრის ისტორია მდიდარია ქართული თეატრისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეების სახელებით, მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენებით და ფაქტებით. მის ტრადიციებს დღეს ღირსეულად აგრძელებს მესხიშვილთა ახალი თაობა", - ვკითხულობთ მესხიშვილის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე. თუმცა რამდენად შეეფერება ამ ტრადიციას ნაგავსაყრელად ქცეული ეზოს ნაწილი, ეს ძნელი სათქმელია.

წყარო: newpress.ge

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა