ვერიკო ტურაშვილი თავისი შვილისთვის იდეალურ ძიძას ეძებს

ვერიკო ტურაშვილი თავისი შვილისთვის იდეალურ ძიძას ეძებს

ვერიკო ტურაშვილი გასულ წელს მეორედ გახდა დედა. რასაკვირველია, ამ წელსაც უდიდესი ბედნიერებით შეხვდა. ლიზა, მისი პირველი ქალიშვილი, დედიკოს ძალიან ეხმარება, თუმცა მომღერალი ძიძას ეძებს.

- მეორედ გახდი დედა, ისევ გოგონა გყავს. როგორი შეგრძნებაა?

- ძალიან სხვანაირი, რადგან ლიზა პატარა ასაკში გამიჩნდა. ლიზაზე დაფეთებული დედა ვიყავი, არავის ვაჭერინებდი ხელში, მეგონა, რომ რაღაც დაემართებოდა. ახლა კი აღარ ვარ ასე, ლიზა ძალიან მეხმარება, მეგობრებიც. ჯერ გაცნობის პერიოდია, შესაბამისად, არ მაქვს კარგად გაცნობიერებული.

- ნატაშკაზე მოგვიყევი, ვის ჰგავს?

- მამას.

- ლაშა ფოტოზე ვნახეთ შენთან ერთად, სამშობიაროში. ნახულობს პატარას?

- კი, ბავშვს ნახულობს ხოლმე, ხანდახან (იღიმის).

- ძიძა გყავს?

- ჯერ არა, ისეთი დაკავებულიც არ ვარ, რომ გავრბოდე და დამტოვებელი მჭირდებოდეს, მაგრამ მალე მეყოლება. ძიძის შერჩევისას უამრავი კრიტერიუმი მაქვს, პირველ რიგში, შინაურ წრეში ვეძებ. უცხო ადამიანს ვერ მოვიყვან შვილის მომვლელად. რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს გამოცდილება, მით უმეტეს, ახალშობილ პატარასთან. თუკი ვიპოვე იდეალური ძიძა, მეორე ვერიკო, ძალიან კარგი იქნება (იღიმის). არ მინდა, ისეთი პრინციპით ავარჩიო, როდესაც ადამიანი ნებისმიერ სამსახურს ეძებს და მისთვის სულერთია, სად იმუშავებს. ალბათ, ბავშვებიც უნდა უყვარდეს და იყოს მოწესრიგებული, სუფთა. არ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ბავშვი აზრზე რომ მოვა, რბილი ლ-ებით ელაპარაკოს (იღიმის).

- ადრე რუსულენოვანი ძიძები იყო მოდაში.

- ჩემს სახლში რუსული ენის პრობლემა არ არის, რადგან ლიზას ბებიაა რუსულენოვანი, შესაბამისად, ამ ენას ისედაც ისწავლის.

- მშობიარობა არ გაგიჭირდა, ფოტო მალევე განათავსე `ფეისბუქზე.

- ზუსტად 15 წუთის შემდეგ გადაღებული ფოტო იყო. მშობიარობა საერთოდ არ გამჭირვებია. ეს ჩემი ექიმის დამსახურებაც არის, მთლად ასეთი ყოჩაღიც არ ვარ, მაგრამ ძალიან ადვილად ვიმშობიარე.

- როგორ ჩადექი ფორმაში?

- რომ გითხრა, ორსულობამდე როგორ ფორმაშიც ვიყავი, ისევ ისეთი ვარ-მეთქი, მოგატყუებ. შესაძლოა, არ მეტყობოდა, მაგრამ 20 კილო მქონდა მომატებული. ჯერ დიეტა არ დამიწყია, რადგან ნატაშკა ბუნებრივ კვებაზე მყავს. ცოტა ხანში ვარჯიშს დავიწყებ, ალბათ, იანვრის ბოლოდან, რადგან ბუნებრივი გზით ვიმშობიარე, ვარჯიში ერთი თვის შემდეგ უკვე შესაძლებელია. 10 კილო დავტოვე სამშობიაროში, ასე რომ, 10 კილო უნდა დავიკლო.

იხილეთ გაგრძელება

საუკეთესოდ ჩაცმული ქალები "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე - ვინ  გახდა წითელი ხალიჩის დედოფალი?

"პროფილაქტიკაში შავ სამუშაოებს ვასრულებ..." - გაიცანით ლაშა ნანობაშვილი "მხოლოდ ქართულიდან"

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს