დღის ფოტო: დიდთოვლობა პრობლემებით, მაგრამ ლამაზი

დღის ფოტო:  დიდთოვლობა პრობლემებით, მაგრამ ლამაზი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი დიდთოვლობასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს:

"მერე რა რომ ხალხია ჩარჩენილი, სუპერმარკეტებში პროდუქტები აღარაა, ტურისტები აეროპორტამდე მიდიან კი არა სახლებიდან ვერ გამოდიან, ვიღაც ბავშვი ექიმამდე ვერ ჩაჰყავთ, სტუდენტები, რომლებსაც ფული აღარ ააქვთ სახლებში ვერ ბრუნდებიან, მერე რა რომ ხელისუფლებამ, რომელმაც მილიონები ხელოვნურ თოვლში გადაიხადა, ერთი ტრაქტორი ვერ ამოქოქა გზა რომ გაეწმინდა. მერე რა ეს ყველაფერი. მე თუ ჩასაფრებული არ ვარ ხომ შეიძლება მეორე მხრიდან შევხედო ამ ყველაფერს. შეხედეთ რა ლამაზია :)".

"ველაპარაკე გზების დეპარტამენტის წარმომადგენელს. ობიექტურად

ძაან შეწუხებულია ეს ადამიანი. ვერ მუშაობს ტექნიკა. ზვავი ჩამოწვა რამდენიმე ადგილას თურმე. თავი დავანებოთ ახლა იმაზე საუბარს რომ სამი დღე გადაუღებლად როცა თოვს გზების გაწმენდა უნდა დაწყებულიყო მაშინვე. ეს სხვა თემაა. მთავარია რაც ხალხს აინტერესებს. როდის გამოვლენ გუდაურიდან და ყაზბეგიდან. კარგი ამბავი არ მაქვს. ალბათ ხუთი დღე მანდ იქნებით მეგობრებო. პროდუქტები ვიცი რომ აღარაა სუპერმარკტებში. მთავარია ტურისტებს გავუმასპინძლდეთ ისე როგორც გვჩვევია:) და რაც გაქვთ იმაზე დაპატიჟოთ:) ახლა ბუნების იმედზე უნდა ვიყოთ:) თოვლმა უნდა შეწყვიტოს ბარდნა! ფასანაურიდან გზა ჩაკეტილია. არავის უშვებენ ზემოთ. და არც არავინ წამოხვიდეთ ყაზბეგიდან და გუდაურიდან. ჩაიკეტებით გზაზე".

ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ფოტოს წარწერით: ჯიგარი ტურისტი:) ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა უყურა აქაურობასო:) ჩაარტყა და:)) " - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს