ყველა დროის ყველაზე ლამაზ ვარსკვლავად ოდრი ჰეპბერნი დასახელდა

ყველა დროის ყველაზე ლამაზ ვარსკვლავად ოდრი ჰეპბერნი დასახელდა

ყველა თაობას სილამაზის საკუთარი იდეალები აქვს. თუმცა, ერთ-ერთი სილამაზის ბრენდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გაეკვია, ვის დაასახელებენ თანამედროვე ქალები მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე ლამაზ ქალად.

ამის დასადგენად, მოდურმა მარკა Artistry by Amway-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომელში მონაწილეობაც დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა 2 000-მა ქალმა მიიღო. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი ოდრი ჰეპბერნმა დაიკავა. სიაში უმეტესწილად ძველი კინოს ვარსკვლავები მოხვდნენ, თუმცა, ადგილი თანამედროვე ვარსკვლავებისთვისაც დარჩა. მაგალითად, ყველაზე ლამაზ ქალებს შორის: ბიონსე, ქეით მოსი და სკარლეტ იოჰანსონიც დასახელდნენ.

წარმოგიდგენთ ათეულს:

  1. ოდრი ჰეპბერნი
  2. მერლინ მონრო
  3. გრეის კელი
  4. სოფი ლორენი
  5. ბიონსე
  6. ბრიჯიტ ბარდო
  7. ჯინ შიმპტონი
  8. ქეით მოსი
  9. ავა გარდნერი
  10. სკარლეტ იოჰანსონი

იხილეთ გალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება