პარიზში, ერთ-ერთი ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმისას ათი ადამიანი დაიღუპა

პარიზში, ერთ-ერთი ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმისას ათი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად. "როიტერის" ინფორმაციით, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შენობაში სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ არის დადასტურებული. თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელები "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებული. "ბიბისის" ცნობით, სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ მოაწყო თავდასხმა ფრანგული ჟურნალის რედაქციაზე.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა