დათო დარჩია ახალ წელს მამობილის გარეშე შეხვდა - ''35 წლის მერე პირველად ვერ ვთქვი...''

დათო დარჩია ახალ წელს მამობილის გარეშე შეხვდა - ''35 წლის მერე პირველად ვერ ვთქვი...''

''ახალ წელს დაკარგულების'' პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 2 იანვარს შედგა. ფილმის რეჟისორი გიორგი კიკალიშვილია, ხოლო სცენარი ნიკა რამიშვილს, იმავე დრუპის ეკუთვნის. საახალწლო, მუსიკალური ჟანრის კომედიის სიუჟეტის მიხედვით, ქართველი მომღერლები ახალ წელს კონცერტის ჩასატარებლად სამცხე-ჯავახეთში მიდიან და ტყეში დაიკარგებიან. საღამოს ორგანიზატორები იძულებული გახდებიან, ხალხი მოატყუონ და სცენაზე მოწვეული მომღერლების მსგავსი ადგილობრივი მცხოვრებლები გამოიყვანონ. ფილმში მომღერლებთან ერთად, რამდენიმე მსახიობია დაკავებული. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ როლს დათო დარჩია განასახიერებს...

- ამ საახალწლო კომედიური ჟანრს ფილმში პროდიუსერის თამაშმა მომიწია, რომელიც ქართველ ვარსკვლავებს აგროვებს და სურს, კარგი საახალწლო კონცერტი ჩაატაროს. რამდენიმე პროდიუსერს ვიცნობ, ვიცი, რას წარმოადგენენ, მაგრამ მე მაინც შევეცადე, ამ პროფესიის ადამიანის ჩემეული ვარიანტი შემექმნა. ძალიან საინტერესო იყო გადაღების პერიოდი, ფილმში ჩემი მეგობარი მომღერლები თამაშობენ, ნაწილიც ახლა გავიცანი და ახალი მეგობრები შევიძინე. ძალიან კარგი დრო გავატარეთ და იმედია, ასეთივე განწყობა შეექმნება მაყურებელს. ვფიქრობ, კარგი გასართობი ფილმი გამოვიდა, ბევრი სიცილითა და იუმორით, რაც ახალ წელს სჭირდება. აღარ გვინდა ეს დაძაბულობა და ომი. ამ ფილმს არ აქვს პრეტენზია ''ოსკარებსა'' და ''გლობუსებზე'', ეს არის ახალ წელს სანახავი კომედია, სადაც ჩვენი ბევრი მომღერალი ვარსკვლავი მღერის.

- თქვენც ხომ არ მოგიწიათ სიმღერამ?

- არა, სიმღერა არ მიწევს. მხოლოდ პროდიუსერობით შემოვიფარგლები, რომელსაც გვერდით ჰყავს ულამაზესი ასისტენტი, მარგო ლუჩკოს სახით. ჩემი ასისტენტი მღერის, მაგრამ პროდიუსერი მარტო პროდიუსერობს, გენაცვალე, ეგრე არ არის (იღიმის).

- საახალწლოდ რუსთაველის თეატრში ''ჯადოსნური ღამის'' პრემიერა გაიმართა. ამ ან სხვა ახალ სპექტაკლებში თუ ხართ დაკავებული?

- არა, თეატრი ჩემგან ისვენებს და მეც მისგან. რაღაც დროით ეს ალბათ საჭიროცაა. ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში უფრო მეტად კინოში ვარ დაკავებული, ესეც ხომ ჩემი პროფესიაა და ამაში ვერაფერს ვხედავ რაღაც კატასტროფულს, პირიქით. ალბათ, თეატრშიც წამოვა ახალ-ახალი როლები, ველოდები ამას და ვნახოთ.

- 2014 წელს კიდევ რა ფილმებზე და რომელ რეჟისორებთან იმუშავეთ?

- მიშა მშვილდაძესთან ვიმუშავე ფილმზე ''ტაქსი'', რომლის პრემიერა ზაფხულში შედგა. ''რუსთავი 2''-ზე მიშა ახალი სერიალის გადაღებას იწყებს, სადაც პირადად მე დიდი სამუშაო არ მექნება, სულ რამდენიმე სერიაში ვიქნები და პროკურორს ვითამაშებ. ძალიან საინტერესო თემაა, კარგი გუნდია და ვფიქრობ, საინტერესო სერიალი უნდა გამოვიდეს. ვიმუშავე ვანო ბურდულთან მის ახალ ფილმზე, რომელიც 2015 წელს გამოვა, ასევე კრისტოფერ კოპოლასთან და ამ ფილმის პრემიერა ამ წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

- კრისტოფერ კოპოლასთან მუშაობის თემა განვავრცოთ, თუ შეიძლება...

- ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი კრისტოფერ კოპოლა საქართველოში 2013 წელს ჩამოვიდა და ბათუმში ერთკვირიანი გადაღებები გვქონდა. ფილმში თამაშობს ქართველი გოგონა ანა გურჯი, რომელიც დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ფილმის სამუშაო სათაური ''ნათიას ოცნება'' იყო, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს. ისეთი სიუჟეტია, უფრო ტრაგიკომედიურ ჟანრს თუ მოვაკუთვნებთ, ფილმში მოთხრობილია ქართული ცირკის მფლობელი ოჯახის, ცირკის მსახიობთა ცხოვრებისა და იქ განვითარებული მოვლენების შესახებ. მე ცირკის ყოფილ მსახიობს ვთამაშობ, რომელიც მეუღლესთან ერთად მუშაობდა და თვალებახვეული ძალიან რთული ნომრებით წარდგებოდა ხოლმე მაყურებლის წინაშე. ერთ-ერთი ასეთი ნომერი ტრაგიკულად სრულდება და კაცი მეუღლეს კლავს. საკმაოდ მძიმედ გადააქვს ეს ფაქტი, სმას იწყებს და ა.შ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება