ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგა

ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგა

ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად აღდგა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც მოძრაობა ორმხრივად აღდგა. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ხორციელდება დაწესებული რეჟიმით, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაურის და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებისთვის, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ასევე, მლეთა-სეთურებზე და ქვეშეთი-სეთურებზე გადაადგილების დროს ავტოტრანსპორტის გაჩერება იკრძალება. ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე.

საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში გუშინ დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება. დიდთოვლობის ყველა ადგილას მობილიზებულები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია