გოგაშენში ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულისა და გარდაცვლილების ნათესავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გოგაშენში ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულისა და გარდაცვლილების ნათესავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში, სწორედ იმ ადგილზე, სადაც 10 ივლისს ბებია და შვილიშვილი მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებულისა და გარდაცვლილების ნათესავებს შორის ინციდენტი მოხდა.

ბრალდებულის დის, მაგული იაკობაძის განცხადებით, მისმა სიძემ (შვილის ქმარმა) გარდაცვლილის ძმის, ილარიონ გოხაძის სახლთან ცხვარი ჩაატარა. ამ დროს მის სიძეს, სრულიად უმიზეზოდ, ილარიონ გოხაძე გამოუვარდა და დაარტყა.

"ქვებში დაეცა და საკმაოდ მძიმედ დაშავდა. ყვირილი რომ ატყდა, მეც გარეთ გავედი და დავინახე, რომ ძირს ეგდო. ავაყენეთ და სახლში შემოვიყვანეთ. ეს ყველაფერი ჩემმა დისშვილებმაც დაინახეს", - ყვება იაკობაძე და დასძენს, რომ ამის შემდეგ პოლიციას შეატყობინეს, მერე კი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარს სხვაგვარად ყვება ილარიონ გოხაძე. მისი თქმით, ინციდენტი დღეს, იგი იაკობაძეების სიძეს გზაზე შემთხვევით შეხვდა. "სახლის წინ მაღაზიის ნანგრევი მაქვს, იქიდან გამოვდიოდი და რომ დამინახეს, ყიჟინას მოუმატეს. მივედი და ვთხოვე, ასე ნუ იქცევით, ვღიზიანდები-მეთქი, მაგრამ მან გინება დამიწყო, შენ სტვენა როგორ უნდა დამიშალოო. ჯერ სომხურად შემაგინა, მერე ქართულად, შენი მკვდარი დაც და შენი ცოცხალიცო. თავი ვეღარ შევიკავე და ხელი ვკარი, წარბარბაცდა და დაეცა" - ამბობს გოხაძე.

ილარიონ გოხაძის განცხადებით, მისი სახლის წინ სოფლის ცენტრალური გზა გადის და აქ იაკობაძეების სიძე წყლის დასალევად ცხვარს ატარებს: "ჩემ სახლს რომ მოუახლოვდებიან, მაშინ იწყებენ სტვენას და ყიჟინას. ამასთან ერთად "ხლაპუშკებსაც" აფეთქებენ. ცხვარს რომ არ დაუყვირო, თავისითაც მიდის. ამიტომ მგონია, რომ ასე განგებ, ჩემს პროვოკაციაზე წამოსაგებად იქცევიან, თან ასეთი რამ ზედა უბანში არ ხდება".

გოხაძის განმარტებით, ინციდენტის შემდეგ მათთან პოლიცია მივიდა: "ახსნა-განმარტება დამაწერინეს და ალბათ, გამოძიებას დაიწყებენ".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა