კახეთში გაუწმენდავი გზების გამო მანქანებს გადაადგილება უჭირთ

კახეთში გაუწმენდავი გზების გამო მანქანებს გადაადგილება უჭირთ

კახეთში გუშინ ღამიდან თოვს. თოვლმა რეგიონში პრობლემები შექმნა. სინოპტიკოსები ნალექს და ყინვას რამდენიმე დღით ადრე პროგნოზირებდნენ, თუმცა შესაბამისი სამსახურები უამინდობას მოუმზადებლები შეხვდნენ. როგორც ცენტრალურ საავტომობილო, ასევე შიდა საქალაქო გზებზე ტექნიკური მარილის გაშლა გვიან დაიწყეს, რის გამოც მანქანებს გადაადგილება უჭირთ. გაუწმენდავი გზების გამო ტრანსპორტი შეზღუდვით მუშაობს. თელავში მოხდა რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც.

"არ არის მარილი კარგად დაყრილი და ცურავს. არსად არ არის დაყრილი, რომ გახვალთ გზაზე, ერთ ადგილზე არ არის მარილი გაშლილი. შეეწუხებინათ თავი, ადრევე დაეყარათ და აღარ იქნებოდა ასეთი პრობლემები. კომპიუტერში ხომ ნახეს, რომ თოვლი უნდა მოსულიყო. გაეთვალისწინებინათ და მომზადებულიყვნენ" - ამბობენ ადგილობრივები.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა