მამაკაცმა ბიძა სასტიკად სცემა, როდესაც შეყვარებულთან შეუსწრო

მამაკაცმა ბიძა სასტიკად სცემა, როდესაც შეყვარებულთან შეუსწრო

როდესაც წვეულებიდან წყვილი სახლში ნაადრევად დაბრუნდა და ცოტა ხნით მამაკაცი გარეთ გავიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ უკან დაბრუნებულს უცნაური ხმები შემოესმა. საძინებელში შესულს ბიძამისი და მისი შეყვარებული საწოლში დახვდა.

შემთხვევა ფლორიდაში მოხდა. მამაკაცმა პოლიციას განუცხადა, რომ უცნაური ხმების გაგების შემდეგ, კარი შეამტვრია და დაინახა მისი მამის ძმა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა სახლში, როგორ აუპატიურებდა მის შეყვარებულს. მამაკაცი ირწმუნება, რომ ბიძამისი სახლიდან გაიყვანა და რამდენჯერმე დაარტყა.

სანამ ძმის შვილი ჩვენებას აძლევდა სამართალდამცავებს, ბიძამ პოლიციელებს მოუყვა, რომ მისმა ძმის შვილმა შეყვარებული მიატოვა და ის მასთან ერთად სვამდა მისი დამშვიდების მიზნით. შემდეგ მათ ხვევნა-კოცნა დაიწყეს, გოგო ტანსაცმლის გარეშე იყო, მაგრამ ბიძა ირწმუნება, რომ თავად შიშველი არ ყოფილა. ამ დროს დაბრუნდა მისი ძმის შვილი სახლში და არასწორად აღიქვა მომხდარი.

ბიძა ამჟამად ციხეშია და ბრალი სექსუალური ძალადობისთვის აქვს წაყენებული.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს