"მაკარენას" მოცეკვავე ქართველების რძალი გახდა

"მაკარენას" მოცეკვავე ქართველების რძალი გახდა

კლიპი, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების რამდენიმე ულამაზესი გოგონა ცეკვავდა, თავის დროზე ყველა მუსიკალური გადაცემების TOP-ათეულის პირველ ადგილს იკავებდა, იმ გოგონებზე კი მსოფლიოს ბევრი მამაკაცი ოცნებობდა. წლები გავიდა და ერთ-ერთი მათგანი, ფერადკანიანი ბრაზილიელი სამბას მოცეკვავე, ქართველების რძალი გახდა.

ეს ისტორია ჰოლივუდური ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა, რეალობაა და რამდენიმე თვის წინ "ჰეფი ენდით" დასრულდა. ქართლელმა 30 წლის ზურა დოდაშვილმა და 36 წლის ბრაზილიელმა დენი დასივაგომესმა ერთმანეთი გერმანიაში, ქალაქ ჰაგენის ერთ-ერთ ინტერნეტკაფეში გაიცნეს. უბრალო ნაცნობობა ჯერ - მეგობრობაში, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა, ცოტა ხნის წინ კი სამოქალაქო ქორწინებით დაგვირგვინდა.

ოთხი წლის წინ, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ზურა დოდაშვილი, სამსახურის საძებნელად გერმანიაში გაემგზავრა: - გერმანიაში, საბავშვო თეატრში, რეჟისორის ასისტენტად ვმუშაობდი, თან ტურიზმსა და მენეჯმენტს ვსწავლობდი, ინტერნეტკაფეში დენის გაცნობის შემდეგ კი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. დენი შემიყვარდა და ქართულ-ბრაზილიური ოჯახი შევქმენით.

- ოჯახი როგორ შეხვდა ამ ამბავს?

- დენი და ჩემი ოჯახი კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს და ამითაც ბედნიერი ვარ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ფოტოგალერეა

"უცებ გადაწყვიტეს... მირანდა ძალიან ბედნიერია" - ქართველი მოდელი, მიმი შელია რუსი მილიარდერის სკანდალურ შვილიშვილზე დაქორწინდა

მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - ფოტორეპორტაჟი

მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს