აჩიკო სოლოღაშვილს მეუღლე ხორციანი კერძებით ანებივრებს

აჩიკო სოლოღაშვილს მეუღლე ხორციანი კერძებით ანებივრებს

მსახიობმა და ტელეწამყვანმა აჩიკო სოლოღაშვილმა ჩვენი ჟურნალისთვის ფოტოები იმ სპექტაკლის წინ გადაიღო, რომელიც ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ. ''იყო და არა იყო რა, ანუ საშობაო ზღაპარი'' - ამ სპექტაკლში ჩვენი რესპონდენტი მგელს თამაშობს. აჩიკოს ახალ წელზე ვესაუბრეთ.

- შეაჯამე 2014 წელი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.

- ასეთ დროს რატომღაც სულ დადებითი მახსენდება. 2014 წელი იყო ნაყოფიერი, თეატრში დაიდგა სპექტაკლი ''ფსკერზე'', რომელიც გამოშვების პირველივე დღიდან ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. როდესაც ასეთი რანგის სპექტაკლი იდგმება, ჩვენთვის ისეთი დიდი სიხარულია, რომ შეიძლება ითქვას, ახალი წლის ტოლფასია. გარდა ამისა, პროექტი ''ბრავო'', რომლითაც მე ტელევიზიაში მოვხვდი, კიდევ ერთხელ გამეორდა და კიდევ ვიმუშავე მასზე. დღემდე მომყვება ''ნიჭიერი'', რომელიც ძველით ახალ წელს დამთავრდება. რაც შეეხება ჩემს მეორე ოჯახს, ''შუადღეს'', იქ დიდი ცვლილება არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ უფრო გახალისდა, უფრო ფერადი გახდა და მგონია, რომ უფრო კარგი საყურებელია, ვიდრე იყო. უხვად იყო გასტროლი და უახლოეს მომავალშიც იგეგმება ავსტრალიაში გამგზავრება.

- ცოტა იმ სპექტაკლის შესახებ მოგვიყევი, რომლის დაწყებამდეც ჩვენი კამერის წინ იპოზიორე.

- ეს გახლავთ ''იყო და არა იყო რა, ანუ საშობაო ზღაპარი'', რომელიც ''მსუნაგი მგლისა და მშვიდი ბეკეკას'' ინსცენირებაა. მგლის როლს ვასრულებ და რატომღაც ბავშვებს ჩემი უარყოფითი პერსონაჟი ძალიან უყვარდებათ. მიხარია, XXI საუკუნის თაობას სპაიდერმენთან ერთად რომ მოსწონს ისეთი გმირები, რომლებზეც ჩვენ გავიზარდეთ. ვერ ხვდებიან, რატომ ვიტაცებ ბეკეკებს და კითხვებიც უჩნდებათ, რომლებზეც პასუხი არ მაქვს. ვეუბნები, ცხვრები არ იქცეოდნენ კარგად და დროებით წავიყვანე-მეთქი. უკვე ბევრი წელია, ამ სპექტაკლს ვთამაშობთ და ალბათ, კიდევ კარგა ხანს იქნება, იმიტომ რომ კარგი განწყობა მოაქვს. ერთხელ, ამ სპექტაკლის შემდეგ, ფოტოს გადასაღებად ბედნიერებისგან იმდენად აკანაკლებული ბავშვი შემოვიდა, შემეშინდა, გული არ გაუჩერდეს-მეთქი. ერთ-ერთმა ბავშვმა გამომიცხადა, შენ ჩვეულებრივი კი არა, ''გლამურნი მგელი'' ხარო, დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა.

- აჩიკო, საახალწლო სამზადისს როდიდან იწყებ ხოლმე?

- საახალწლო პერიოდში სულ ვმუშაობ, ამიტომ ახალ წელს 31 დეკემბერს 12 საათის შესრულებისას ვგრძნობ, მანამდე ვერა, ამ დროს კი ვცდილობ, ყველაზე კარგ ხასიათზე დავდგე, რადგან მგონია, როგორც შეხვდები, ისე წავა მთელი წელი. სრულ მობილიზებას ვახდენ, რომ 12 საათზე ვიყო ძალიან კარგ ხასიათზე, გამოწყობილი, სხვანაირად მოწესრიგებული. სხვა განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს, ნაძვის ხეს, ძირითადად, 30 დეკემბერს ვდგამთ, იმიტომ რომ მანამდე დრო არ მაქვს, არ მიყვარს, როცა სახლში ასეთი რაღაცები ჩემ გარეშე ხდება, მე უნდა ვიყო მონაწილე და დამსწრე, შესაბამისად, როცა მოვიცლი, მაშინ კეთდება. მეც და ნუცასაც ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა, ერთმანეთზე ვიყავით აწყობილები, 30-ში ყველაზე თავისუფალი დღე გვქონდა და ამ დღეს ავაწყვეთ, თუმცა სათამაშოებზე მანამდე ვიზრუნეთ და წინასწარ შევიძინეთ. სამზარეულოს თვალსაზრისითაც განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვართ, მთავარია, კარგი განწყობა იყოს, ოჯახის წევრები იყვნენ ჯანმრთელად და კარგად და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა იდება სუფრაზე.

იხილეთ გაგრძელება

"ფეხზე კიდიათ ჩვენი სფერო! მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით?“ - ახალ წელს დაწესებული შეზღუდვების გამო მომღერლები მთავრობას აკრიტიკებენ

"პარიზში ჰკითხეს თურმე, - თბილისიდან ბრძანდებითო? ფრანგულად უპასუხა: - ო, არა, მადამ, ქალაქ ბანძიდან ვარო" - როგორ შეიქმნა ცინუკი დადიანის "მაგნოლია" და "თეთრი ვარდები“

ვარსკვლავების იახტები, თვითმფრინავები და გადაადგილებაში დახარჯული მილიარდები - რა ღირს კომფორტი ჰოლივუდში