ირაკლი კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს

ირაკლი კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ბოლო დროს მისი და ნინია კაკაბაძის ურთიერთდაპირისპირების შესახებ ინტერესს ეხმაურება და განცხადებას აკეთებს.

"მინდა ერთი განცხადება გავაკეთო პრესისათვის დიდი პატივისცემით.

სიტყვის თავისუფლებას და აღმსარებლობის თავისუფლებას მე დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ ამ ბოლო ხანებში მიმაჩნია რომ ჩემი და ჩემი დის ნინია კაკაბაძის ურთიერთდაპირისპირება ერთ-ერთი მთავარი გასართობი აღმოჩნდა მთელი რიგი ადამიანებისათვის და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის იმ ხროვისათვის, რომლისთვისაც "სკანდალური ნიუსი" ერთადერთი სიცოცხლის წყაროა. მინდა ახლავე სრულიად გარკვევით ვთქვა, რომ ნინიას განცხადებები არ არის ჩემი განხილვის საგანი. მე არც ერთ სტატუსში არცკი მიხსენებია ნინია ამ ბოლო ხანებში. მე დავწერე ჩემი მოსაზრებები კულტურულ ძალადობაზე (სოციოლოგიის პიკასოდ წოდებული იოჰან გალტუნგის ტერმინია) ზოგადად და ბოდიშიც მოვიხადე ყველა იმ ადამიანის მაგიერ ვინც სხვის რწმენას შეურაცხყოფას აყენებს. ეს სიტყვის თავისუფლების ნაწილია.

ნინია არის ჩემი ყველაზე ახლო ნათესავი ვინც კი ცოცხლად დამრჩენია. ამიტომ, პიროვნულად ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, რომელსაც არანაირად არ მინდა ან მე ან ვინმე სხვამ გული ატკინოს. დიახ, ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები - მაგრამ ეს არ არის არანაირი კონფლიქტის საფუძველი.

რამდენადაც ნინია ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, იმდენად უმნიშვნელოა მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. ზოგად-ადამიანური და მითუმეტეს და-ძმური სიყვარულის პრინციპი იმას გულისხმობს რომ ადამიანი უნდა გიყვარდეს მისი მოსაზრებების და მიუხედავად. ჩემთვის საინტერესოა კამათი ჩემს კოლეგა და მეგობარ სალმან რუშდისთან, ან რასსელ ბენქსთან, ან კიდევ ალენ ბადიუსთან, ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებელ იოჰან გალტუნგთან, ცნობილ ფემინისტ-მემარცხენე ავტორთან ჯოდი დინთან, აგრეთვე დიდ მოაზროვნესთან და პოეტთან იანა ჯინთან, პოეტ გაგა ნახუცრიშვილთან, იგივე გოგი გვახარიასთან და ბევრ სხვასთან (ყველას აქ ვერ ჩამოვთვლი, თუმცა აქ 'ფრენდებში' ეგეთი ცოტა არაა). მოკლედ, მე ჩემს სტატუსებსაც და სტატიებსაც ვწერ ხოლმე სერიოზული კალიბრის მოაზროვნეების ან პასუხად ან კრიტიკად. მოკლედ, იმ ადამიანებს ვეკამათები ან ვეთანხმები ვინც საკუთარ ნააზრევს ქმნის და აქვს ეს საკუთარი აზროვნება. ხოლო ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად სხვისი ნაწერების ან ნათქვამების თაობაზე ლაპარაკობენ - მე პროფესიონალურად საქმე არ მაქვს. და არც არანაირად არ ვეხები. მითუმეტეს თუ ეს ჩემი დაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ახლობელი ადამიანი.

ძალიან მინდა ვთხოვო პრესას, რომ მორჩეს ჩემი და ჩემი დის მოსაზრებების დაპირისპირების ფონზე ნიუსების შექმნა. დიახ, ჩვენ გვაქვს ხშირად სრულიად საპირისპირო მოსაზრებები, მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი ფაქტია, რომელიც ყველა ოჯახში ხდება.

დიახ, მე ვეთანხმები ჟიჟეკს იმაში რომ ფაშიზმი და რელიგიური ფუნდამენტალიზმი არის თანამედროვე 'ლიბერალური დემოკრატიის' ძალიან ბუნებრივი თანამდევი ფაქტორი - და ვეთანხმები იოჰან გალტუნგს იმაში, რომ დღეს დასავლური დისკურსი შეიცავს კულტურულ ძალადობას პატარა და დაუცველი ქვეყნების მიმართ. მეორეს მხრივ არ ვეთანხმები ფრენსის ფუკიამას, რომ ისტორია 'მორჩა' და აღარაფერი გასაკეთებელი არ არის.

და დამიჯერეთ ჩემი და ნინია, აქ არაფერ შუაში არ არის - კი შეიძლება ის იმეორებდეს ვიღაცის აზრებს და იყოს ზომბირებული, როგორც მეტნაკლებად ყველანი ვართ 24-საათიანი ბიოპოლიტიკური პროპაგანდით, მაგრამ ნინია არ არის ამ ბოროტების საწყისი და არც შეიძლება იყოს. აქ არსებობს 'მორჩილების დამზადების' და ადამიანების ზომბირების ბევრად უფრო კარგად დაზეთილი მანქანა. ამაზე კარგად წერენ ჩომსკი და ჰერმანი.

ჩემი ძალიან დიდი თხოვნაა, მსოფლიოში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან და საშიშ პროცესებს ჩემი და ნინიას ურთიერთობამდე ნუ დაიყვანთ. ეს სასაცილოც არის და სატირალიც. სულ არ მინდა ჩემს დას ნერვები აეშალოს ზედმეტად - ისედაც არა აქვს ადვილი ცხოვრება. ვილაპარაკოთ ზოგადად პრობლემაზე და მისი გადაწყვეტის გზებზე.

მე ნინიას თემაზე არც აქამდე დამიწერია სტატუსი და არც ამის მერე ვაპირებ ჩემს დაზე ლაპარაკს თეორიულ-პრაქტიკული დებატების ჭრილში. ამას წერტილი უნდა დაესვას.

ვილაპარაკოთ საქმეზე - ქვეყანა კულტურული, სტრუქტურული და პირდაპირი ძალადობის მორევშია მოქცეული და იქიდან არის მოსაყვანი.

ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ", - წერს ირაკლი კაკაბაძე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს