რა კარიკატურას დაბეჭდავს "შარლი ებდო" ტრაგედიის შემდეგ 3 მილიონიანი ტირაჟით

რა კარიკატურას დაბეჭდავს "შარლი ებდო" ტრაგედიის შემდეგ 3 მილიონიანი ტირაჟით

7 იანვარს ფრანგულ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოზე" განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, ჟურნალმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. ტერორისტულმა აქტმა მთელი მსოფლიოს შეშფოთება გამოიწვია. მრავალათასიანი აქციები ლოზუნგით "მე ვარ შარლი" მსოფლიოს თითქმის, ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ერთიანობის მარში გაიმართა, რომელსაც მსოფლიო ლიდერები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გაუძღვნენ. აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნულ მოედნამდე დაახლოებით 3-კილომეტრიანი მარშრუტი გაიარეს.

ერთობის მარშში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველმა პირმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა. სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობდნენ ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები.

მიუხედავად განხორციელებული ტერაქტისა, რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალის მორიგი ნომერი წინასწარ დადგენილ ვადებში გამოვიდოდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "შარლი ებდოს" ახალი ნომრის გარეკანზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა იქნება გამოსახული, რომელსაც ხელში ეჭირება ქაღალდი, წარწერით "მე ვარ შარლი"."ბიბისის" ინფორმაციით, როგორც ჟურნალის ადვოკატმა რიჩარდ მალკამ რადიო France Info-ს განუცხადა, ჟურნალში ასევე იქნება კარიკატურები რელიგიის თემაზე.

"ჩვენ არ დავნებდებით. "მე ვარ შარლი" ნიშნავს დაგმობის უფლებას", - განაცხადა რიჩარდ მალკამ.

ჟურნალის ახალი ნომერი გაყიდვაში ხვალ სამმილიონიანი ტირაჟით გამოვა. ტრადიციულად, ჟურნალის ტირაჟი 60 ათასს შეადგენდა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ იგი 16 ენაზე იქნება ნათარგმნი და მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა