მარიამ როინიშვილი მამის თეატრიდან გაგდებას ეხმაურება: "ვულოცავ ყველას, ვინც ამ "ხელოვნების" მეშვეობით შენზე გაიმარჯვა!"

მარიამ როინიშვილი მამის თეატრიდან გაგდებას ეხმაურება: "ვულოცავ ყველას, ვინც ამ "ხელოვნების" მეშვეობით შენზე გაიმარჯვა!"

პირველი, ვინც მსახიობ გია როინიშვილის თუმანიშვილის თეატრიდან გათავისუფლების შესახებ დაწერა, მისი შვილი, ასევე მსახიობი კოკო როინიშვილი იყო [მეტი]. ახლა კი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მომხდარს მსახიობის ქალიშვილი, მომღერალი მარიამ როინიშვილიც ეხმაურება.

"გახსოვს, რა მაღალ მატერიებზე გველაპარაკებოდით შენ და თამრიკო? ხელოვნება... და მიდიოდა მერე ცაში ფრენა... ასე გჯეროდათ, ასე გწამდათ და იმიტომ! ჰო, დღესაც ასე არ არის? - ხელოვნება, მხოლოდ შურისძიების ხელოვნება, მლიქვნელობის ხელოვნება, არაპროფესიონალიზმის აღზევების ხელოვნება და რაც მთავარია, ამით ცალკეული პატარა ადამიანების ბედნიერების განცდა! და ასე შემდეგ...

მე ვულოცავ ყველას ვინც ამ "ხელოვნების" მეშვეობით დღეს თუნდაც შენზე გაიმარჯვა! ნეტავ ვინ არის შემდეგი? მაგასაც მალე ვნახავთ... აფერუმ!

თანაც 14 ხომ ქართული თეატრის დღეა? ხოდა ამ დიდი "ხელოვნების" "ღირსეულ შემსრულებლებს" რა ბედნიერი დღე უთენდებათ. გილოცავთ!", - წერს მარიამ როინიშვილი.

იხილეთ| "ის ჩემს კაცობას შეეხო" -

როინიშვილი-დოლიძის დაპირისპირების დეტალები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება