მუსლიმი გმირი, რომელმაც ებრაელი მძევლები ტერორისტებისგან იხსნა

მუსლიმი გმირი, რომელმაც ებრაელი მძევლები ტერორისტებისგან იხსნა

9 იანვარს, პარიზში, ქაშერულ მაღაზიაზე თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ სამი ტერორისტის ლიკვიდაცია მას შემდეგ მოახდინა, რაც მათ 4 მძევალი მოკლეს. თავდამსხმელთაგან ორი, ფრანგულ სატირულ გამოცემა "შარლი ებდოზე" თავდასხმაში იყო ბრალდებული.

ეს ამბავი კიდევ ბევრი ადამიანისთვის დასრულდებოდა ცუდად, რომ არა მაღაზიის მუსლიმი თანამშრომელი, რომელმაც მაღაზიის ებრაელი მომხმარებლები ტერორისტებისგან მალულად სუპერმარკეტის საყინულეში გადამალა, მთელ მაღაზიაში შუქი გამორთო და ამით ისინი სიკვდილისგან იხსნა. 2 მამაკაცი, 3 ქალი და ჩვილი ბავშვი -3 გრადუს ტემპერატურაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, სანამ სამართალდამცავები მაღაზიაში შესვლას შეძლებდნენ. შეგახსენებთ, რომ ტერორისტებს მძევლად 19 ადამიანი ჰყავდათ აყვანილი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს