მსოფლიოს ყველაზე სასტიკი დიქტატორები

მსოფლიოს ყველაზე სასტიკი დიქტატორები

იმისთვის, რომ ქვეყნის ლიდერი გახდე, ალბათ, უნდა გქონდეს თანაგრძნობის უნარი, სამართლიანობის ძლიერი განცდა, ქვეყნის სიყვარული და მიტევების უნარი. თუმცა, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი პიროვნული მოტივები გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე დანარჩენი კაცობრიობა. წარმოგიდგენთ ყველა დროის ყველაზე სასტიკ დიქტატორებს, რომელთა მმართველობასაც ყველაზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ტოძიო ჰიდეკი - იაპონიის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ამავდროულად სამხედრო მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და განათლების მინისტრის თანამდებობები ეკავა. იგი მხარს უჭერდა იაპონიის კავშირს ნაცისტურ გერმანიასა და იტალიასთან. კიდეკი სიკვდილით დასაჯეს შორეული აღმოსავლეთის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის განაჩენით. მისი საქმეების შესწავლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ტოძიო ჰიდეკის რეჟიმს 5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იოსებ სტალინი - 1935-1938 წლებში საბჭოთა კავშირში მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად სსრკ-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო იდეურად განადგურებული მემარცხენეების და მემარჯვენეების ფიზიკურად მოსპობა. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ეს ტერორი თვით კომუნისტების წინააღმდეგაც იქნებოდა მიმართული. ამ წლებში ფიზიკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენციის, სამღვდელოების, აგრეთვე ხალხის იმ ფენების ნაწილი, რომლებიც გადაურჩნენ უფრო ადრეული ხანის წითელ ტერორს. სტალინის დიქტატორულ რეჟიმს დაახლოებით, 10 მილიონი ადამიანი შეეწირა, თუმცა, მათი ზუსტი ოდენობა დღემდე გაურკვეველია.

ლეოპოლდ მეორე - ბელგიის მეფე, რომელიც ტახტზე 1865 წელს ავიდა და სახელი კონგოს აუზის მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობით გაითქვა. ლეოპოლდი განსაკუთრებით სასტიკ კოლონიალურ პოლიტიკას ახორციელებდა: კონგოს მაცხოვრებლები ითვლებოდნენ მეფის მონებად და სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ ხელის მტევნებს აჭრიდნენ. ლეოპოლდის მმართველობის პერიოდში კონგოს მოსახლეობა 20 მილიონიდან 10 მილიონამდე შემცირდა, მაგრამ მისი საერთო მსხვერპლის რაოდენობა 15 მილიონ ადამიანს აღწევს.

ადოლფ ჰიტლერი - ადოლფ ჰიტლერს ალბათ, არ სჭირდება სპეციალური წარდგენა. იგი ცნობილი გერმანიის ნაცისტური პარტიის ლიდერობის დროს გახდა და დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დიქტატორად ითვლება. ჰიტლერის პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად ანტისემიტიზმი და რადიკალური სოციალდარვინიზმი ითვლებოდა. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი თავს ესხმოდა ებრაელებს და სხვა "რასობრივად ნაკლულ" ერებს, რომელთა შორისაც იგი ბოშებს, პოლონელებსა და რუსებს გულისხმობდა. მისი სოციალდარვინიზმი, როგორც სხეულით, ისე "სულით ავადმყოფებს", როგორც "სიცოცხლისათვის არასაჭირო" ელემენტებს განიხილავდა. ჰიტლერის პოლიტიკას 17 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 6 მილიონი ებრაელი.

მაო ძედუნი - ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამაარსებელი მაო ძედუნი მსოფლიოს ყველაზე დიდი დიქტატორების სიაში პირველ ადგილს იკავებს. მაოს სასტიკმა რეჟიმმა საბოლოო ჯამში, 20 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა, დღევანდელ ჩინეთში "მაო ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალია".

8 აპრილის სუპერსავსემთვარეობა, როგორიც ბოლოს 12 წლის წინ იყო - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

ფოტოები ოჯახიდან, რომელიც შვილის ქორწილს ინტერნეტით "დაესწრო" - "ლამაზად ჩავიცვით და მისაღებში, ეკრანთან შევიკრიბეთ"

რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ?