რატომ გაუჩინარდა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის თანაშემწე ქართული პოლიტიკიდან - რას საქმიანობს თამარ ჩუგოშვილი ამერიკაში

რატომ გაუჩინარდა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის თანაშემწე ქართული პოლიტიკიდან - რას საქმიანობს თამარ ჩუგოშვილი ამერიკაში

თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ჯერ პრემიერ ივანიშვილის, შემდეგ პერიოდში კი პრემიერ ღარიბაშვილის თანაშემწის სტატუსს იკავებდა, დაახლოებით ნახევარი წლის წინ პოლიტიკიდან "გაუჩინარდა". ის ამერიკაში, ჰარვარდში სასწავლებლად გაემგზავრა.

ჟურნალ "თბილისელების" კითხვაზე, თუ როგორ შეელია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის თანაშემწეს, თამარ ჩუგოშვილი პასუხობს:

"წამოსვლის გადაწყვეტილება არ იყო რთული მისაღები. ორივე პრემიერ-მინისტრი წინააღმდეგი იყო ჩემი წამოსვლის, განსაკუთრებით - ბიძინა ივანიშვილი, რომელთან მუშაობის დროსაც მომივიდა პირველი მიწვევა - მაშინ მე მისი თანაშემწე ვიყავი. ერთი თვის დაწყებული მქონდა მუშაობა და იმდენად მნიშვნელოვანი იყო ის ყველაფერი, რასაც მაშინ ვაკეთებდით, რომ ეს შემოთავაზება ერთი წლით გადავავადე. მეორედ ვეღარ გავრისკავდი - დაფინანსების თანხას, 90 ათას დოლარს, ჰარვარდის სკოლა იხდის. თუ უარს ვიტყოდი, მომავალში ეს ჩემთვის იმდენად დიდ ხარჯთან იქნებოდა დაკავშირებული, რომ დამოუკიდებლად ამას ვეღარასდროს შევძლებდი. პროგრამა, რომელსაც მე გავდივარ, ჰარვარდის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის უნიკალურ სკოლაში, ერთწლიანია. ამ პროგრამაზე ერთხელ უკვე მქონდა ნათქვამი უარი, ეს იყო მეორე შემოთავაზება და უარს ნამდვილად ვეღარ ვიტყოდი", - ამბობს თამარ ჩუგოშვილი გამოცემასთან საუბრისას.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?