ეჭვიანმა ცოლმა ქმარს პენისი ორჯერ მოაჭრა

ეჭვიანმა ცოლმა ქმარს პენისი ორჯერ მოაჭრა

21 წლის ფენ ლუნმა გაიგო, რომ მისი 32 წლის ქმარი, ფან ლუნი ღალატობდა. კაცმა საყვარელს იმეილი ცოლის ტელეფონიდან გაუგზავნა, ფოსტიდან გამოსვლა კი დაავიწყდა. ფენმა მისი წერილი წაიკითხა, საძინებელში შევარდა და მაკრატლით მოაჭრა მძინარე ქმარს სასქესო ორგანო. ფან ლუნი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებმა მისთვის პენისის მიკერება მოახერხეს. მაგრამ ცოლი არ დანებდა, საავადმყოფოს პალატაში შეიპარა, ამჯერად ძირში წააჭრა "ღირსება" მოღალატეს და ფანჯრიდან მოისროლა, რის შემდეგაც, პენისმოჭრილი ფანი ცოლს დაედევნა, საავადმყოფოს კართან დაეწია და სცემა.

ფანისთვის პენისის მეორედ მიკერება ვეღარ მოხერხდა იმ უბრალო მიზეზით, რომ ვეღარ იპოვეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ორგანო რომელიმე ქუჩის ცხოველმა - კატამ ან ძაღლმა შესანსლა.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს