"ავტომატით დაცხრილული ექვსი თვის ჩვილი სიკვდილს ებრძვის"

"ავტომატით დაცხრილული ექვსი თვის ჩვილი სიკვდილს ებრძვის"

"ეს მთრვალი ჯარისკაცები, ხან ვის მიადგებიან, ხან - ვის. ზოგს საჭმელი უნდა, ზოგი პირდაპირ არაყს ითხოვს."

სომხეთის ქალაქ გიუმრიში, რუსმა ჯარისკაცმა ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა, ავტომატური იარაღით დაცხრილა. სასწაულებრივად გადარჩა 6 თვის ჩვილი, რომელიც ამჟამად ერევანის საავადმყოფოში იმყოფება. ექიმები მის მდგომარეობას უმძიმესად აფასებენ... ჩვენ გიურმის მაცხოვრებელ რობერტ მარტიროსიანს დავუკავშირდით, რომელიც შემთხვევის შესახებ გვიყვება... მისი თქმით, გიუმრის რუსულ ბაზაზე მომსახურე რიგითი 18 წლის ვალერი პერმიაკოვმა მას შემდეგ, რაც ექვსი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ავტომატი და სამხედრო ფორმა ადგილზე დატოვა, ქალაქში სამოქალაქო ტანსაცმლით გავიდა და მიიმალა. ის სომხეთ-თურქეთის საზღვარზე დააკავეს.

მომხდარმა ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია, ქალაქში დროებით დახურეს სკოლები და ბაღები. რუსეთის სამხედრო ნაწილთან საპროტესტო აქციები არ წყდება...

რობერტ მარტიროსიანი:

- მთელი ქალაქი და ქვეყანა შოკშია... როგორც ირკვევა, ის რუსი ჯარისკაცი თვითნებურად გამოვიდა თავის სამხედრო ნაწილიდან და ავტომატური იარაღით შეიარაღებულმა ქალაქში გასეირნეობა გადაწყვიტა. შემდეგ კი, დილის 6 საათისთვის ამ საცოდავ ოჯახს მიადგა. ისინი, ე.წ იტალიური ტიპის დასახლებაში ცხოვრობდნენ, კარზე დაუკაკუნებია, - ოჯახის ერთ-ერთი წევრი გამოსულა და ჯარისკაცს უთხოვია, - წყალს თუ დამალევინებთო... როდესაც მასპინძელი წყლის გამოსატანად მიტრიალდა, ეს სახლში შევარდნილა და ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნია... ღარიბი ოჯახი იყო და ვიწროდ ცხოვრობდნენ ის საცოდავები, ეტყობა რამდენიმე ადამიანს ერთ ოთახში ეძინა, მოკლედ, ავტომატის ჯერი ლოგინში მძინარე ადამიანებზე მიუშვია. 6 დაუხოცავს და მეშვიდე, 6 თვის ბავშვზეც ავტომატი გადაატარა... ავტომატით დაცხრილული ექვსი თვის ჩვილი ისევ სიკვდილს ებრძვის. საშინელი სანახავი იყო კადრები, ერთ-ერთს საბნის გადაფარება მოუსწრია, ნახევარზე ჰქონდა წაფარებული...

- ამ სისასტიკის მოტივი რა იყო, ძარცვა?

- ავეტისიანების სახლიდან 2 ათასი დრამი აქვს წაღებული. დროის გატარება მინდა და ფული არ მქონდაო, უთქვამს... ეს ოჯახი, როგორც გითხარით, ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობს. ავეტისიანების მამაკაცები ზაფხულობით რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მიდიოდნენ სამუშაოდ, რათა წლის განმავლობაში სამყოფი თანხა შეეგროვებინათ. არ ვიცი, როგორ მიაგნო, მოკლედ, რაც იპოვა, წაუღია. სანამ მეზობლები გამოცვივდნენ, სასწრაფო და პოლიცია გამოიძახეს, გაიქცა...

6 თვის პატარა საბედნიეროდ, ჯერჯერობით ცოცხალია, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაშია. ექიმები საიმედოს ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ. ასეთი უბედურება მოხდა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ნორმალურად არც კი გააშუქეს. რუსეთის სამხედრო ბაზის 102-ე ნაწილი, ქალაქ გიუმრიშია და ასეთი შემთხვევებიც საკმაოდ ხშირია. რამდენიმე წლის წინ, მოსკოვში დროებით მცხოვრებმა სომეხმა, რომელიც შემთხვევით შევარდა მანქანით ერთ-ერთ დაწესებულებაში და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა, უნდა გენეხათ, მაშინ რა ისტერიკაში იყვნენ რუსული თუ ჩვენი ტელევიზიები, - ამით იწყებოდა და სრულდებოდა ყველა საინფორმაციო გამოშვება. კი ბატონო, ტრაგედიაა და საშინელებაა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, მაგრამ ამ გარეწარმა მიზანმიმართულად დახოცა მთელი ოჯახი და რომ არა ასეთი აქტიურობა ჩვენი საზოგადოების მხრიდან, კრინტსაც არ დაძრავდნენ.

- რა ხდება ახლა გიუმრიში?

- რუსეთის 102-ე სამხედრო ნაწილთან მრავალათასიანი აქციები იმართება. ხალხი ითხოვს, რომ ეჭვმიტანილი ადგილობრივმა სასამართლომ გაასამართლოს. ისინი კი ამბობენ, რომ მას სამხედრო სასამართლო მიხედავს. ჩვენ გვინდა მკვლელი შესაბამისად, სამაგალითოდ დაისაჯოს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია