კატამ ყინვაში დატოვებული ჩვილი სიკვდილისგან იხსნა

კატამ ყინვაში დატოვებული ჩვილი სიკვდილისგან იხსნა

რუსეთის ქალაქ ობნინსკში, ციმბირული ჯიშის კატამ, სახელად მაშკამ, ქუჩაში დატოვებული ჩვილი ბავშვი სიკვდილისგან იხსნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კატა რამდენიმე საათის განმავლობაში ათბობდა დაახლოებით, 2-3 თვის ბავშვს. ადგილობრივების თქმით, მაშკა კნავილით ცდილობდა ახლომახლო მცხოვრები ადამიანების ყურადღების მიპყრობას.

საბოლოო ჯამში, ბავშვის აღმოჩენა შეძლეს. როგორც მისი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გაირკვა, პატარას გაყინვის არავითარი კვალი არ აღენიშნებოდა. სასწრაფო დახმარების ექიმების თქმით, კატას იმდენად აღელვებდა ბავშვის ბედი, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანას მისდევდა კვალდაკვალ. პოლიცია ამჟამად, ბავშვის მშობლების ვინაობის დადგენით არის დაკავებული.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს