"მაქსიმუმ 10 წელიწადში ქალების ხელში იქნება ძალაუფლება"

"მაქსიმუმ 10 წელიწადში ქალების ხელში იქნება ძალაუფლება"

"მაქსიმუმ 10 წელიწადში ქალების ხელში იქნება ძალაუფლება", - წერს სოციალურ ქსელში კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია. გვახარია ეროვნული კინოცენტრის მიერ 2015 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგებს ეხმაურება.

"ოთხი გამარჯვებულიდან 3 ფილმის ავტორი ქალია.

რამდენიც არ უნდა იძახოთ სექსისტი ხარო, ქალები გადაარჩენენ ქართულ ხელოვნებას:) და მეზარება ახლა ახსნა რატომ.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში, რომელსაც "პატრიარქალურს" ეძახიან, მაქსიმუმ 10 წელიწადში ქალების ხელში იქნება ძალაუფლება:) იმდენჯერ ახსენეს "დედა" ქართველებმა ყველა ბრუნვაში, რომ მიიღებენ კიდეც მას", - წერს გვახარია.

2015 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ 13 პროექტი იყო წარმოდგენილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს