რა ვითარებაში გადაიღეს ფოტო, რომლის გამოც "ნიჭიერის" გამარჯვებული სააკაშვილის აგენტად შერაცხეს - თემო არაბიძის პასუხი კრიტიკოსებს

რა ვითარებაში გადაიღეს ფოტო, რომლის გამოც "ნიჭიერის" გამარჯვებული სააკაშვილის აგენტად შერაცხეს - თემო არაბიძის პასუხი კრიტიკოსებს

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნებულ თემო არაბიძისა და მიხეილ სააკაშვილის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ნიჭიერის" გამარჯვებული თემო არაბიძე სააკაშვილთან ნაცნობობის გამო აგენტად შერაცხეს. "ამბები.გე" ფოტოს ისტორიით დაინტერესდა და თემო არაბიძეს ესაუბრა.

- თემო, რა ვითარებაში გადაიღეთ ფოტო ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან?

- სანამ პრეზიდენტობის ვადა ამოეწურებოდა, ბატონ მიხეილთან რეზიდენციაში ვიყავი ერთ-ერთ შეხვედრაზე. ეს ეხებოდა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ახალი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საით მიდიოდა ჩვენი ქვეყანა.

- თქვენ რატომ მიგიწვიეს ამ შეხვედრაზე?

- მე მსურდა მისვლა, დავუკავშირდი ადმინისტარაციას და მიმიწვიეს ჩემი თხოვნის შემდეგ. მანამდე სიმართლე გითხრათ არ ვიცნობდი, მაგრამ თვითონ შორიდან მიცნობდა. შეიძლება ითქვას, ახლოდანაც, მოგეხსენებათ, ბატონი მიხეილი ქალბატონი სანდრას მეუღლეა, ქალბატონი სანდრა კი მის ირგვლივ რაც ხდება, ყველაფერს მეუღლეს უამბობს... თემას რაც შეეხება, ბატონმა მიხეილმა დაიწყო და ჩვენ ვინც დარბაზში ვისხედით, დისკუსიაში ჩავერთეთ. ერთ-ერთი სადისკუსიო თემა შემიძლია გავიხსენო - 2011 წელს, როდესაც უკრაინაში ვიყავი, გამახსენდა ჩემი ბავშვობის დროინდელი საქართველო, ვერ წარმომედგინა, თუ ოდესმე დავბრუნდებოდი 90-იან წლებში და ეს მოხდა უკრაინაში 2011 წელს...

კორუფცია და ათასნაირი პრობლემა, რომელიც წლების წინ ჩვენს ქვეყანაში ტრიალებდა, მე მადლობა გადაუხადე მას. თურმე რამდენი რამ გაუკეთებია და მე პირადად ვერ ვამჩნევდი ამდენ რამეს, ეს იყო მიზეზი, რის გამოც მე მას შევხვდი და ეს სამახსოვრო ფოტოც მასთან ერთად გადავიღე.

- ვინ ესწრებოდა შეხვედრას?

- არ ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი იყო და ნამდვილად ვერ დავიმახსოვრებდი ყველას, მე კი მარტო მივედი.

- ნახე ალბათ ხალხის კომენტარებიც, მათ შეგრაცხეს აგენტად, რა რეაქცია გაქვთ ამაზე?

- აგენტები და კაკებეშნიკები იძახიან ზუსტად მაგას, მე კი ღმერთმა დამიფაროს მსგავსი პროფესიისგან!

- ვის გულისხმობ?

- ვინაც ეს ჭორი მოიგონა.

- წეღან თქვი მიშას მადლობა გადავუხადეო და ახლა რაც ხდება ქვეყანაში, საით მიდის შენი აზრით და რამის გამო აპირებ ვინმეს მადლობა გადაუხადო...

- ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ეტლით მოსარგებლეს აგენტობას აბრალებს და სინამდვილეში, მის სახელს სხვას ეძახის, აქ სამადლობელი რა არის?!

- სანდრამ და მიშამ მოგილოცეს გამარჯვება?

- ბატონმა მიხეილმა სოციალურ ქსელში მომწერა, ქალბატონმა სანდრამ კი დამირეკა. ისინი გახარებულები არიან ჩემი წარმატებით და ამაყობენ ჩემით.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება