ლარის გაუფასურება პიკს აღწევს - ბანკებში დოლარი 1,98 ლარად იყიდება

ლარის გაუფასურება პიკს აღწევს - ბანკებში დოლარი 1,98 ლარად იყიდება

კომერციული ბანკების უმეტესობაში 1 დოლარის გაყიდვის ფასი კიდევ გაიზარდა. ამ დროისთვის, კომერციული ბანკების მიერ დოლართან მიმართებაში დადგენილი გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურს 4 პუნქტით აღემატება.

კონკრეტულად, "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკში" 1 დოლარს 1.98 ლარად ყიდიან და 1.90 ლარად ყიდულობენ.

რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს", 1 დოლარს 1,97 ლარად ყიდიან და 1,91 ლარად ყიდულობენ.

დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული.

დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც უქმე დღეების გამო 17 იანვრიდან არ შეცვლილა, დღეისთვისაც 1.94 ლარს შეადგენს.

სავალუტო ჯიხურების ნაწილიც, კომერციული ბანკების მსგავსად, დოლარს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსზე ძვირად ყიდიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია