ნუკა კვალიაშვილი კონკურსებზე და დედის ჯანმრთელობაზე -''მარაზმს დაემსგავსა...''

ნუკა კვალიაშვილი კონკურსებზე და დედის ჯანმრთელობაზე -''მარაზმს დაემსგავსა...''

წინა ოთხშაბათს ნუკა კვალიაშვილმა''ერთი ერთში'', არც მეტი, არც ნაკლები, დედა, ეკა კვალიაშვილი განასახიერა. გამოსვლა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. ნუკას ისიც ვკითხეთ, ზოგადად როგორ გრძნობს თავს ამ პროექტში და, რასაკვირველია, დედის ჯანმრთელობითაც დავინტერესდით.

- არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ, რაღაც დაამტკიცონ. ამ მხრივ გამოვირჩევი, რადგან რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ იმიტომ, რომ თავად მსიამოვნებს. ამ ტურზე ვნერვიულობდი იმაზე, რომ გაციების შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, ავადმყოფობის გამო ერთი ტური გამოვტოვე. ეკა უნიკალური მომღერალია და მისი იმედები უნდა გამემართლებინა, მემღერა ისე, როგორც მას ეკადრებოდა. ამ გამოსვლაში ჩემი მაქსიმუმი უნდა ჩამედო. წინა დღეს სიცხე მქონდა, სიმღერისას საშინლად ხრინწიანი ხმა მქონდა და არა ისეთი რბილი, როგორც ამ სიმღერის შესრულებას სჭირდებოდა. ეკას რადგან ვასახიერებდი, მინდოდა, გამეხარებინა. რეპეტიციის დროს გამოვათიშინე სიმღერა და სცენა დავტოვე, ცოტა ხნით მარტო დარჩენა და ფიქრი მინდოდა. საბედნიეროდ, იქ წამლების საკმაოდ კარგი არსენალი აქვთ (იღიმის), ყველაფერი დავლიე, რისი დალევაც გაციების წინააღმდეგ შეიძლებოდა. ვფიქრობ, უშუალოდ გამოსვლის დღეს დედა გავახარე, როგორც შემეძლო, მით უმეტეს, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე.

- რა გითხრა გამოსვლის შემდეგ, პირადად?

- მითხრა, რომ ამაყობს ჩემით, თუმცა ვუპასუხე, რომ მე ვამაყობ მისით.

- საბოლოოდ, კმაყოფილი დარჩი?

- საშუალოდ. ვიცოდი, როგორ უნდა შემესრულებინა, რადგან ეკამ მასწავლა. ეს არ იყო ჩემი მაქსიმუმი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მაინც შევძელი.''ფეისბუქზე'' რომ შევედი, ძალიან დადებითი კომენტარები წავიკითხე. უამრავმა ადამიანმა მომწერა, რა, ამას არ ვიტყვი, მაგრამ მთლიანობაში შევაფასებ, როგორც კმაყოფილების პიკს. ამან ძალიან გამახარა.

- საინტერესოა ის, რომ თქვენი ხმები არც ისე ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

- როდესაც ჩახლეჩილი არ მაქვს და არ ვარ ცუდად, მომენტებში ძალიან ჰგავს ჩვენი ხმები.

- დედის ჩრდილქვეშ ყოფნას გრძნობ?

- ამას არასდროს გავქცევივარ, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ შინაგანად მე და ეკა განსხვავებული ადამიანები ვართ. სულ სხვა რაღაცებს ვუსმენთ, რადიკალურად განსხვავებულები ვართ, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ მინდა, ვგავდე დედას. ხმების სრული მსგავსება ისედაც ვერ იქნებოდა, თანაც, მე არ ვუვლი ჩემს ხმას ისე, როგორც ეკა თავისას უვლის. პოზიტიური და ოპტიმისტი ადამიანი ვარ, ვიცი, რომ ისეთ ცუდს არაფერს გავაკეთებ, რომ თავს ვავნო, მაგრამ სხვა მომღერლებივით თავს მაინც არ ვუვლი (იცინის).

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება