ალექსანდრე კვიტაშვილი - არავითარი კომპლექსი არ მაქვს ვინმეს დავხვდე და ხელი ჩამოვართვა

ალექსანდრე კვიტაშვილი - არავითარი კომპლექსი არ მაქვს ვინმეს დავხვდე და ხელი ჩამოვართვა

არავითარი კომპლექსი არ მაქვს ვინმეს დავხვდე და ხელი ჩამოვართვა, მით უმეტეს, საქართველოდან, - ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის ქართველმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში", საქართველოს სამთავრობო დელეგაციის კიევში დაგეგმილი ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მას საქართველოს მთავრობის წევრებთან ურთიერთობის არავითარი პრობლემა არ აქვს.

"ვიცი, რომ სამთავრობო დელეგაცია ემზადება ჩამოსასვლელად. არ ვიცი პროტოკოლით როგორ იქნება - ვინ ჩამოდის, ვინ უნდა დახვდეს, თუმცა მე არავითარი პრობლემა არ მაქვს და არც კომპლექსი, რომ ვინმეს დავხვდე, ხელი ჩამოვართვა, მით უმეტეს საქართველოდან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს", - აღნიშნა კვიტაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ მის ურთიერთობას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან, კვიტაშვილის თქმით, ჯერჯერობით დავით სერგეენკოსთან ოფიციალური კომუნიკაცია არ ჰქონია.

"ჩემი დანიშვნის შემდეგ ჩვენ არ გვქონია ოფიციალური ურთიერთობა, თუმცა ურთიერთობის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჯანდაცვა ისეთი სფეროა, რომელიც არის პოლიტიკის მიღმა. უკრაინელი ხალხი ძალიან აფასებს იმ დახმარებას, რომელიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებისგან. ეს იყო სწორი ნაბიჯი", - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა