რას ყვება ვაზაგაშვილის ახლობელი, რომელიც დანაღმულ საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქებამდე იმყოფებოდა

რას ყვება ვაზაგაშვილის ახლობელი, რომელიც დანაღმულ საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქებამდე იმყოფებოდა

იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ცნობით, აფეთქების ხმა სამჯერ გაისმა.

სოფელში იური ვაზაგაშვილი ახლობლის დასაფლავებაზე იმყოფებოდა. შვილის საფლავზე დაკრძალვის ცერემონიალის დაწყებამდე მივიდა. ის  შვილის საფლავზე ყვავილებს ცვლიდა ხოლმე. ახლობლები შვილის საფლავზე აფეთქებას, სწორედ, იური ვაზაგაშვილის მისვლას უკავშირებენ.

ოჯახის ახლობელი გამორიცხავს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ისე იყო დანაღმული, რომ ნებისმიერი ადამიანის გამოჩენისთანავე ამოქმედდებოდა.

"მე გუშინაც ვიყავი საფლავზე, ყვავილებიც ვნახე და გარდაცვლილები დავათვალიერე. რატომ მე არ ავფეთქდი? ეს აშკარად სპეციალურად იურისთვის გაკეთდა. საერთოდ ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, საფლავს უვლიდა ხოლმე. ამ შაბათ-კვირასაც აქ იყო. თუ თავის მოკვლა უნდოდა, ამას აქამდეც გააკეთებდა. გუშინ წავიდა თბილისში და დღეს ისევ ჩამოვიდა, რადგან თანასოფლელის დაკრძალვას უნდა დასწრებოდა. იცოდნენ, რომ როცა ის აქ იყო, აუცილებლად შვილის საფლავზე მივიდოდა" - აცხადებს ოჯახის ახლობელი, რომელიც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იხილეთ ვიდეო: იური ვაზაგაშვილის გადასვენების ემოციური კადრები

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა