დონეცკში სეპარატისტების მიერ გახსნილ ცეცხლს ბავშვი ემსხვერპლა

დონეცკში სეპარატისტების მიერ გახსნილ ცეცხლს ბავშვი ემსხვერპლა

დონეცკში, მარინკის რაიონში, სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა, მისი ოჯახის ორი წევრი კი დაიჭრა. ადგილობრივი მილიციის წარმომადგენლის ვიაჩესლავ აბროსკინის განცხადებით, საცხოვრებელი სახლისთვის ჭურვის მოხვედრის შედეგად, დაიღუპა 9 წლის ბიჭი, მისი 14 წლის ძმა და ბებია კი დაიჭრნენ. სეპარატისტების მიერ ცეცხლის გახსნას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა დონეცკის ოლქის ქალაქ დებალცევოშიც, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, "ბოევიკები" აგრძელებენ ძალთა გადაჯგუფებას და ჯავშანტექნიკის უკრაინელი სამხედროების პოზიციებთან მიახლოებას. დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, ალჩევსკასა და პერვომაისკას რაიონებში, სეპარატისტებმა ცოცხალი ძალისა და შეიარაღების კონცენტრირება მოახდინეს, დაფიქსირდა სულ მცირე 30 ერთეული ტექნიკის გადაადგილება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა