რიანას სურს, ლეონარდო დი კაპრიო მშობლებს გააცნოს

რიანას სურს, ლეონარდო დი კაპრიო მშობლებს გააცნოს

26 წლის რიანას და 40 წლის ლეონარდო დი კაპრიოს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ პირველად ჭორები 2015 წლის იანვრის დასაწყისში გავრცელდა. ამჟამად მომღერლის მეგობრები დასავლურ პრესასთან ამბობენ, რომ რიანამ მსახიობი სამშობლოში, ბარბადოსზე დაპატიჟა მშობლების გასაცნობად.

”რიანა ბიჭს სახლში არ პატიჟებს, თუ მართლა ძალიან არ უყვარს. აქედან გამომდინარე, ის ლეოს აღმერთებს. რიანა ყოველთვის თვლიდა, რომ ლეონარდო სიმპათიური იყო. მას მოსწონს მისი თვალები, საყვარელი ღიმილი და ცხვირი”, - ამბობს რიანას მეგობარი.

რიანამ და დი კაპრიომ დიდი ძალისხმევა დახარჯეს, რომ მათი ურთიერთობა არ გახმაურებულიყო, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოუვიდათ.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება