"მის სამყარო" კოლუმბიელი გოგონა გახდა

"მის სამყარო" კოლუმბიელი გოგონა გახდა

26 იანვარს მაიამიში "მის სამყაროს" ფინალური შოუ გაიმართა. კონკურსში გამარჯვება კოლუმბიის წარმომადგენელმა, პაულინა ვეგამ მოიპოვა. გოგონას გარდა, ფინალისტების ხუთეულში ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის, უკრაინისა და იამაიკის წარმომადგენლებიც მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ სულ კონკურსში 87 გოგონა მონაწილეობდა. "მის სამყაროს" 22 წლის გამარჯვებულის შესახებ ცნობილია, რომ იგი ცნობილი ტენორის, გასტონ ვეგას შვილიშვილია. მას სამი ძმა და ოთხი და ჰყავს. ამასთან, პაულინამ აღნიშნა, რომ ეს კონკურსი მისთვის უკანასკნელი იქნება, რადგან სურს, სწავლის პროცესს დაუბრუნდეს.

მის სამყაროს კონკურსანტები ეროვნულ სამოსში

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა