"ნიუ იორკ თაიმსი" - აშშ უკრაინის სამხედრო იარაღით მომარაგების საკითხს განიხილავს

"ნიუ იორკ თაიმსი" - აშშ უკრაინის სამხედრო იარაღით მომარაგების საკითხს განიხილავს

აშშ უკრაინის სამხედრო იარაღით მომარაგების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" იტყობინება. ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, აღნიშნულ ინიციატივას ახლა უკვე ნატო-ს მთავარსარდალი, ფილიპ ბრიდლავიც უჭერს მხარს. აშშ-ის პრეზიდენტს კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია, თუმცა, მას შემდეგ რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, ობამას ადმინისტრაცია ხამხედრო დახმარების საკითხს კვლავ დაუბრუნდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ხუთშაბათს, 5 თებერვალს კიევში გეგმავს გამგზავრებას, მისი ვიზიტის მთავარი თემა შესაძლოა, სწორედ უკრაინისათვის სამხედრო იარაღის მიწოდება გახდეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა