იუნა შაფათავა იდეალური მამაკაცური ღირსებისა და სექსის შესახებ

იუნა შაფათავა იდეალური მამაკაცური ღირსებისა და სექსის შესახებ

შეიძლება ითქვას, რომ ეს რუბრიკა გულახდილობის რთულად გასავლელი ტესტია. ერთ-ერთი გაბედული რესპონდენტი იუნა შაფათავაა, რომელმაც ჩვენ მიერ დასმულ უხერხულ შეკითხვებზე საკმაოდ თამამი პასუხები გაგვცა. მისი გულწრფელობის ხარისხი კი თავად შეგიძლიათ შეაფასოთ.

- თქვენი რომელი საქციელის შეგრცხვენიათ ყველაზე მეტად?

- მრცხვენია, რომ ოფიციალურად გავთხოვდი. ჩემს პრინციპებს ვუღალატე, ნათესავებსა და ახლობლებთან კომპრომისზე წავედი და ანგარიში გავუწიე მათ. ვნანობ, მეორედ ამ შეცდომას არ გავიმეორებ. სიყვარულს შტამპები არ სჭირდება.

- მეგობრის შეყვარებულთან ან მეუღლესთან ხომ არ გაგიბამთ ფლირტი ან ინტიმური ურთიერთობა ხომ არ გქონიათ?

- არასოდეს.

- ეროტიკულ ფილმში ითამაშებდით?

- ეს ჩემი პირდაპირი ამპლუაა და კიდევ ბევრჯერ სიამოვნებით ვითამაშებ.

- ოცნების ასახდენად პრინციპებს დათმობთ?

- ''მიზანი ამართლებს საშუალებას''. აუცილებლად.

- ''ყველას აქვს კარადაში ჩონჩხი''. თქვენს კარადაში რა ჩონჩხი იმალება?

- ჩემი ყველა ჩონჩხი ისეთი მსუქანია, კარადაში ვერ ეტევა (იღიმის). არაფერს ვმალავ კარადაში, რომ თავი თავისუფლად ვიგრძნო. ეს ჩონჩხები ძილს დამაკარგვინებდა, ამიტომ ჩემთვის არაფერს ვინახავ.

- ბოდიშს იხდით ხოლმე?

- საკმაოდ ზრდილობიანი ვარ. თუ უხეშად ვიქცევი, აუცილებლად ბოდიშს ვიხდი, ვისთანაც საჭიროდ ვთვლი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება