უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო, 3 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძისა და ძოწენიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაფარეულის, ბარნოვის, ჯანაშვილის, ქუთათელაძისა და კეკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ორსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, ბაქოს, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის და ლებანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია