"ომიდან სხვისი შვილის ცხედარი ჩამომიტანეს"

"ომიდან სხვისი შვილის ცხედარი ჩამომიტანეს"

ნატო კურტანიძე სოფელ რიეთის სასაფლაოზე სხვისი შვილის საფლავს პატრონობს. 22 წლის წინ მას სახლში, ე.წ. ცინკის განსასვენებლით ცხედარი მიუტანეს. სამხედროებმა უთხრეს, რომ გვამი 23 წლის ილია კურტანიძეს ეკუთვნოდა. "გავხსენით და ვნახეთ, რომ იქ ჩემი შვილი არ იწვა. გარდაცვლილი მუსლიმი იყო. ომიდან სხვისი შვილის ცხედარი ჩამომიტანეს", - ეს ამბავი ნატო კურტანიძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი შიხიაშვილს გორში ყოფნისას განუცხადა.

ილია კურტანიძე 23 წლის ასაკში 1993 წლის 17 მარტს აფხაზეთში, ლაბრასთან ბრძოლის დროს დაიღუპა. ოჯახში ცხედარი ორი კვირის შემდეგ გადაასვენეს. ნატო კურტანიძე იხსენებს, რომ ავტომატიანმა ჯარისკაცებმა ოჯახის წევრებს ცხედრის ნახვის უფლება სახლში არ მისცეს. ცხედრის ნახვა მხოლოდ დაკრძალვის დღეს სასაფლაოზე მოახერხეს. ე.წ. ცინკის განსასვენებლის გახსნისას ნახეს, რომ გარდაცვლილი შედარებით დიდი ასაკის, 45 წლამდე, თანაც ეროვნებით მუსლიმი იყო.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა