"ვთქვათ და მიშა დაიჭირეს, ე მერე რაღა ჯანდაბას აპირებენ, ვის დააბრალებენ უნიათობას?"

"ვთქვათ და მიშა დაიჭირეს, ე მერე რაღა ჯანდაბას აპირებენ, ვის დააბრალებენ უნიათობას?"

ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და გადაცემა "ვის უნდა 20 000?"-ის წამყვანი მამუკა გამყრელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გახსნის შემდეგ საზოგადოების ღირსების აღდგენის თემას პოსტს უძღვნის.

"რით ვერ გაიგო ამ მთავრობამ, რომ ღირსების აღდგენაზე ჟინმორეულ საზოგადოებას ვიღაც ფირცხალავების და თუნდაც მერაბიშვილ-უგულავების დაჭერით ვერ დააპურებ. ერთადერთით მხოლოდ, მიშას გამოკეტვით სატუსაღოში. იმიტომ, რომ არც უგულავა, არც ახალაია, მითუმეტეს არც ფირცხალავა არ არიან იმ რეფორმების სიმბოლო, რომლებიც გატარდა 2003 წლიდან. რამდენად წარმატებულად გატარდა ეს მეორე საკითხია. მთავარია, რომ ამ ხალხს არ უნდა რეფორმები, არ უნდა პროგრესი და მათ ავტორად კი მიშა აღიქმება.

ერთადერთი რაც მაინტერესებს, ჰიპოთეტიურად, ვთქვათ და მიშა დაიჭირეს, ე მერე რაღა ჯანდაბას აპირებენ? აღდგება ერთიანად ღირსება? გამყარდება ლარი? აგუგუნდება ქარხნები და ფაბრიკები და სოფლად გაორმაგდება მოსავალი? არაფერიც არ შეიცვლება! და მერე ვის დააბრალებთ თქვენს უნიათობას?", - წერს გამყრელიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს