"ხალხი უვარგისია, უტვინო და არ ესმის, რომ ლარის ვარდნა კარგია" - რატომ უწოდებს თარგამაძე ივანიშვილს "შვიდმილიარდიან მაკაკას"?

"ხალხი უვარგისია, უტვინო და არ ესმის, რომ ლარის ვარდნა კარგია" - რატომ უწოდებს თარგამაძე ივანიშვილს "შვიდმილიარდიან მაკაკას"?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე, რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება:

"არ დავმალავ, ამჯერად რამოდენიმე დღე დამჭირდა, რათა სკატნი დვორის ხაზეინის ფაღარათი მაქსიმალურად მშვიდად და მოკლედ შევაფასო. პირველ რიგში ვთარგმნი რა მოროშა: საქართველო უნდა იყოს პატარა, უნიათო, უპრეტენზიო, გასუსული სოფელი, რომლის თავზეც რომ მოისაქმებენ, უჩუმრად უნდა გაატაროს; მთავრობა შედგება დებილებისგან და ეს ასეც უნდა იყოს; ეს დებილები უნდა აკონტროლოს და შესაბამისად, ქვეყანა უნდა მართოს საზოგადოებამ, რომელსაც წარმოადგენს ის; საზოგადოების მიღმა არსებობს ხალხი, ანუ, თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ხალხი უვარგისია, უტვინო და არ ესმის, რომ ლარის ვარდნა კარგია, კრედიტი ლარში უნდა აიღო, ან აღიარო, რომ დებილი ხარ და ბანკირი იქირაო (ეს ბოლო სენტენცია მესმის, საიდან გამომდინარეობს - არსება თვლის, რომ თუ ისეთმა არარაობამ, როგორიც თავადაა, შეძლო ამხელა ფულის შოვნა და ბანკირების დაქირავება, ვისაც ეს არ შეუძლია, არარაობაზე უარესები არ არიან?); იმისათვის, რომ ხალხმა ფიქრი არ დაიწყოს, გამაბრუებელ ორასსერიიან ქაქს მოხარშავს; ისიც, როგორც ღმერთი, აჭიანურებს მეორედ მოსვლას.

რა გამომდინარეობს აქედან: ქვეყანას თავზე წამოაჯდა შემთხვევითობის, ღალატის, პიროვნული სიბინძურის ხარჯზე ნაშოვნი დიდძალი ფულით გაყეყეჩებული ნახევარუჯრედიანი, გონებრივად განუვითარებელი, სრულიად გაუნათლებელი, შეიძლება ითქვას, სტერილური ორგანიმი. აქ რაიმეს ანალიზზე საუბარიც ზედმეტია. არ იცის მეტყველება, სიტყვების მნიშვნელობა. დაახლოებით ვხვდები, რა გონია "ინერტული", მაგრამ არავინ ეტყვის, რომ ეს სხვა რამაა. გარწმუნებთ, ლექსო ჭიკაიძე მასზე თვისობრივად მაღალ საფეხურზე დგას. მან თქვა, რომ კრიმინალია მშვენიერ მდგომარეობაში, ამან - ლარი; იმან - ტალიბანი პიროვნებააო, ამან - მომწონს ნარმანიას ინერტულობაო; მაგრამ ლექსო, პირველად მოსვლამდე, არცთუ ურიგო პოლიციელი იყო და ეს საქმე მაინც იცოდა, ამას კი არასდროს არაფერი არ სცოდნია, როგორც იყო ჭორვილას ორღობის ჭორიკანა, ახლაც მასევეა, მხოლოდ ლოკაცია შეიცვალა და სოლოლაკის ბორცვზე შემოჯდა. მაგრამ შვიდმილიარდიანი მაკაკა რეზუსი მთვარეზე რომ დასვა, ის მხოლოდ მთვარეზე მჯდომი შვიდმილიარდიანი მაკაკა რეზუსი იქნება და არაფერი მეტი. ერთი განსხვავებით: მაკაკამ და ამებამაც კი, შესაძლოა, ევოლუციონირება განიცადოს, ეს კი მხოლოდ თუ დეგრადირდება, თუ არსებობს მის დღევანეელ მდგომარეობაზე უფრო დაბალი საფეხური. ამიტომ, საფიქრალი მხოლოდ ისაა, სადამდე აიტანს ხალხი ამ საერთოეროვნულ შეურაცხყოფას, სადამდე აყეყეჩებს ამ თავხედ იმბეცილს, სადამდე არ დაამწყვდევს საკუთარ ზოოპარკში, სადაც ნებისმიერი სკატი მასთან შედარებით ის ნიცშე იქნება, რომელიც კრიტიკის მცდელობისას სახეზე მიატურტლებს. მჯერა, მალე" - წერს თარგამაძე "ფეისბუქზე".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა