უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო, 4 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ვანის და ბაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია